საქართველოს უმაღლეს ლიგას XVII ტურის შემდგომ ლიდერი შეეცვალა. მიმდინარე ჩემპიონატის აწ უკვე ყოფილი ლიდერი თბილისის “დინამო” ბოლნისის “სიონთან” დაძაბულ ბრძოლაში მოულოდნელად დამარცხდა – 1:2.
“მიხეილ მესხის” სახელობის არენაზე გამართული შეხვედრა საინტერესო საყურებელი გამოდგა. მატჩი ნელ ტემპში დაიწყო და გუნდები მწვავე შეტევების განხორციელებას დასაწყისში ერიდებოდნენ.
გოლის გატანის პირველი შესაძლებლობა მასპინძლებს ჰქონდათ. მე-9 წუთზე დათა სიჭინავა მეკარესთან პირისპირ გასვლას ლამობდა, თუმცა სწრაფად ვერ იმოქმედა და მას მცველმა ნიკა ჭანტურიამ აჯობა. მატჩის 25-ე წუთზე “დინამოს” ფეხბურთელები მატჩის არბიტრისგან სტეფან ბუკორაცზე თამაშის წესების დარღვევის დაფიქსირებას და თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მთავარმა მსაჯმა ეპიზოდი რეაგირების გარეშე დატოვა.
თბილისელ ფეხბურთელებს გატანის პირველი შანსი 34-ე წუთზე მიეცათ. მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა ლაშა შერგელაშვილმა, რომელმაც თავის მხრივ, ჯაბა ჯიღაური მონახა, თუმცა “ჩიხურას” ყოფილი ნახევარმცველის დარტყმა სუსტი და არაზუსტი გამოვიდა. “დინამოს” გოლი სწორედ ამ ეპიზოდს მოჰყვა. ბოლნისელთა გამოცდილმა კარის დარაჯმა მირზა მერლანმა ბურთი თამაშში უყურადღებოდ შეიყვანა, რითაც კარგად ისარგებლა “დინამოელმა” მათე ცინცაძემ და 40 მეტრიდან ულამაზესი გოლი გაიტანა, გოლი, რომელიც ნებისმიერი დონის შეხვედრას დაამშვენებდა.
არმაზ ჯელაძის შეგირდებს გათანაბრება 43-ე წუთზე შეეძლოთ. სიჭინავამ სახიფათოდ დაარტყა, ლიბორ ჰრდლიჩკამ კი ბურთი ცუდად მოიგერია. დამატებაზე გატანას “სიონის” ლეგიონერი ლუიშ ალბერტო ვიეირა ეცადა, მაგრამ ბურთი მეკარეს გაარტყა. თუმცა ვიეირას რომც გაეტანა გოლი, მაინც არ ჩაითვლებოდა, რადგან მასზე თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
თითქოს, კახი გოგიჩაიშვილის გუნდს პირველი ტაიმი უნდა მოეგო, მაგრამ ზედ 45-ე წუთზე კარგად ითამაშა ვიეირამ, რომელმაც ერთი შეხებით ჰრდლიჩკას შორეულ, დაბალ კუთხეში გაუტანა და გუნდებიც გასახდელში საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მასპინძლებმა მეორე 45 წუთი აქტიურად დაიწყეს. 50-ე წუთზე კი მარჯვენა ფლანგზე სტანდარტის შესრულების უფლება მოიპოვეს. საჯარიმო ძალიან კარგად შეასრულა დათა სიჭინავამ, მის მიერ ახლო ძელთან ჩაწოდებულ ბურთზე კი პირველმა ცენტრალურმა მცველმა დაჩი ცნობილაძემ ითამაშა და თავისი გუნდი დააწინაურა.
“დინამოს” სიტუაციის გამოსასწორებლად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, მაგრამ ბოლნისელი ფეხბურთელები თავგანწირვით თამაშობდნენ და თავსაც კარგად იცავდნენ. მეტ-ნაკლებად კარგი შანსი ვახტანგ ჭანტურიშვილს მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მიეცა, მაგრამ 25 მეტრიდან უზუსტად დაარტყა.
“დინამოს” გათანაბრების ყველაზე კარგი შესაძლებლობა 78-ე წუთზე ჰქონდა. ბოლნისელთა ნახევარზე კარგად ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც მეტოქეს ბურთი მოპარა და ხელსაყრელ პოზიციაზე გიორგი ჩირგაძე გაიყვანა, მაგრამ თბილისელთა სამწუხაროდ, მათმა შემტევმა მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა.
დარჩენილ დროში სტუმრებს გატანის შანსი აღარ მისცემიათ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მსაჯის ბოლო, მეოთხე კომპესირებულ წუთზე ცინცაძემ 30 მეტრიდან საჯარიმო მეტისმეტად სუსტად შეასრულა და მერლანიც ბურთს ადვილად დაეუფლა. საბოლოოდ, შეხვედრა “სიონის” გამარჯვებით დასრულდა, რაც “დინამოს” ლიდერის პოზიციის დაკარგვის ფასად დაუჯდა. დედაქალაქელებს გორის “დილამ” ორი ქულით გადაასწრო. “სიონმა” კი სენსაციური გამარჯვების შემდგომ 17 ქულას მოუყარა თავი.
მომდევნო ტურში “სიონი” “სამტრედიას” ესტუმრება, ხოლო “დინამო” საკუთარ მოედანზე “ზესტაფონს” მიიღებს.
“სიონი” – “დინამო” 2:1 (1:1)
თბილისი, “მიხეილ მესხი”
“სიონი” (3-5-1-1): მერლანი; ფოფხაძე, ცნობილაძე, გურეშიძე; ცხადაია, უგულავა (ლობჯანიძე 71), ჭანკოტაძე (გოგობერიშვილი 67), გაფრინდაშვილი; სიჭინავა (ქებურია 61); ვიეირა
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
“დინამო” (4-2-3-1): ჰრდლიჩკა; ტაბატაძე, ჭანტურია, რენე ფერეირა, შერგელაშვილი; ცინცაძე, ბუკორაცი (კიტეიშვილი 55); ჭანტურიშვილი, პარუნაშვილი (ჯანელიძე 77), ჯიღაური (ჩირგაძე 63); ონვუ
მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი
გოლები: 0:1 ცინცაძე (35), 1:1 ვიეირა (45), ცნობილაძე (50)
გაფრთხილება: ფოფხაძე (29), ცნობილაძე (55), გოგობერიშვილი (68)
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი
მე-17 ტური
28 თებერვალი
შუქურა (ქობულეთი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (0:0)
1:0 ლაშა ჩაფიძე (65), 2:0 ადრიან პუკანიჩი (72)
კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი) 0:2 (0:1)
0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (43, პენალტით), 0:2 გიორგი ბერიაშვილი (70, პენალტით)
1 მარტი
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სამტრედია 0:1 (0:1)
0:1 ილია კერძევაძე (34)
დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (2:0)
1:0 ნიკა კვეკვესკირი (14), 2:0 თენგიზ ჩიკვილაძე (41, საკ. კარში), 2:1 ნიკოლოზ საბანაძე (70)
მეტალურგი (რუსთავი) – ზუგდიდი 0:1 (0:1)
0:1 ლუკა გეგუჩია (12)
მერანი (მარტვილი) – ცხინვალი 0:2 (0:1)
0:1 თეიმურაზ მარკოზაშვილი (45), 0:2 ლაშა შინდაგორიძე (56)
ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 2:2 (1:0)
1:0 ირაკლი სიხარულიძე (15), 1:1 თორნიკე მუმლაძე (56), 2:1 გიორგი ილურიძე (78), 2:2 ლაშა ჩიკვაიძე (90)
1. | დილა | 17 | 10 | 4 | 3 | 25:14 | 34 | |
2. | დინამო თბ. | 17 | 10 | 2 | 5 | 28:15 | 32 | |
3. | დინამო ბთ. | 17 | 9 | 3 | 5 | 21:14 | 30 | |
4. | სამტრედია | 17 | 8 | 4 | 5 | 18:12 | 28 | |
5. | ცხინვალი | 17 | 8 | 3 | 6 | 17:22 | 27 | |
6. | ჩიხურა | 17 | 7 | 5 | 5 | 21:19 | 26 | |
7. | მეტალურგი | 17 | 6 | 5 | 6 | 19:18 | 23 | |
8. | გურია | 17 | 5 | 7 | 5 | 17:25 | 22 | |
9. | მერანი | 17 | 5 | 6 | 6 | 13:14 | 21 | |
10. | შუქურა | 17 | 5 | 6 | 6 | 16:18 | 21 | |
11. | ზესტაფონი | 17 | 4 | 8 | 5 | 31:25 | 20 | |
12. | კოლხეთი | 17 | 4 | 6 | 7 | 13:19 | 18 | |
13. | ზუგდიდი | 17 | 4 | 6 | 7 | 10:17 | 18 | |
14. | ტორპედო | 17 | 3 | 8 | 6 | 18:20 | 17 | |
15. | სიონი | 17 | 4 | 5 | 8 | 14:22 | 17 | |
16. | ვიტ ჯორჯია | 17 | 3 | 4 | 10 | 16:23 | 13 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
8- ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო),
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტორპედომ თასზე უნდა გადაიტანოს მაქსიმალურად აქცენტი
ვიერა რა კაცია
კარგია რომ ჩემპიონატი მეორე წრეშიც დაძაბულად და გამოუცნობი შედეგებით მიმდინარეობს,ვულოცავ გორს გალიდერებას,იმედია სამტრედიაც მოუმატებს და გაბედავას,გურულის და რამოსის დამატების შემდეგ საჩემპიონო ბრძოლაში ჩაერთვება.
წელს ისტორიაში პირველადიმედია ვიზეიმებთ და ევრო ტურნირებზეც კარგ შედეგს დავდებთ.. ყველაფერი შესაძლებელი მთავარია სწორი მიდგომა და მონდომება.. უბრალოდ ძალიან სასიამოვნოა როდესაც გუნდში მოდის 24რ წლის მწვრთნელი და ასეთ შედეგს დებს..
რავიცი ვინც დადიხართ სტადიონზე და უყურებტ მაგალითად დილას თამაშებს დამიჯერეთ ცუდი შთაბეჭდილება არ დაგრჩებათ))) ძალიან ლამაზ და კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ ამიტომ ნანატრი ჩემპიონობა წინ გველოდება!
დიდი მადლობა სიონს! მაგრად ვისიამოვნე დინამოს წაგებით! იმედია წელს დილა გახდება ჩემპიონი!
გაიხარე ძმაო თქვენც წარმატებას გისურვებთ მთელი სულით და გულით!!!
Torres9 ჩვენთან ფეხბურთი არ არსებობს რა სისტუზეა საუბარი, მინიმუმ 30 წელი არაფერი იქნება სასიკეთო მერე ვნახოთ
სუსტია დინამო მაგრამ სუსტია დანარჩენი ყველა,ამ გუნდებს შანსი არ აქვთ ევროპაში,გოგიჩაიშვიი სუსტია
ტეხავს მაგრამ ერთი პოზიტივიც არის სიონში ნათამაშები მაქვს...
ვაა განთიადს და შუადღეს შუა მყოფი გალიდერდა?
ცხრილს თუ გადავხედავთ, სამეულში შუა მყოფი, სულ სხვა გუნდია :დდდ
ცინცაძის გოლი მომეწონა

მარცხს არაუშავს. ჩემპიონი მაინც დინამო გახდება (სამწუხაროდ, არა სიძლიერის, არამედ კონკურენტებზე მეტი ფინანსური სტაბილურობის გამო).
ისე, ეს მწვრთნელი რა კრიტერიუმითაა დანიშნული, არ ვიცი
არ მომეწონა დღევანდელი დინამო. ბევრი შეცდომები დაუშვეს.
ვერ გავიგე გოგიჩაიშვილი, რა ფეხბურთს ათამაშებს ამ გუნდს, ერთი გააზრებული კომბინაცია არ გათამაშებულა, გუნდი ქაოსურად და ყოველგვარი წინასწარ მოფიქრებული გეგმის გარეშე დარბის, ფიზიკურ მომზადებასიც ვერ აჯობეს "სიონს"...მოკლედ გოგიჩაიშვილის საქმიანობა "დინამოში" ბევრ კითხვას ბადებს....
მე მითქვამს დილა გახდება თქო ჩემპიონი, და აჰა, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
დინამო ბთ 3 ეულში როგორაა
მარა სამტრედია მაინც წაართმევს ადგილს 1 დილა 2 დინამო 3 სამტრედია იქნება ცხრილი მე ასემგონია
კი თუ გუნდის ირითადი ბირთვი შენარჩუნდება რამოდენიმე კაი იგროკი თუ მოიყვანეს იმიტომ რომ თან სახლში ვითამაშებთ მეორე ზანგი რომაა ის უფრო კაია ძალაინ სწრაფია და ტექნიკური
მაგრა ითამაშა დღეს სიომა კაი გუნდი ჩანს
მომავალ წელს იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის ის ზანგი მომეწონა მაგრად რა კარგად ბრძოლობდა და რა გოლი შეუგდო
დღეს მემგონი ბოლნისელები უფრო ბევრი ვიყავით ისაა ყველაზე ცუდი რომ თბილისს დინმოას სახლში თბილიში ვეთამაშებით
ეხლა უნდა დაიწყონ სტადიონის გაკეთება და იქნებ გვაღირსონ
ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის საბურთალოა და დარწმუნებული ვარ მომავალ წელს უმაგლეს ლიგაშიც გაინავარდებს თუ რა თქმა უნდა გზიდან არ გადაუხვია და დინამოს მსგავსად თავისუფალი ვარდნა არ განიცადა გარსიადან გოგიჩაიშვილამდე
ცინცაძეს მაგარი გაუვარდა
რანაირად გაუვარდა, მიიღო მეკარე გამოსული რო იყო ნახა და დაარტყა და იმის მაგივრად აღნიშნო რო უმაგრესი გოლი გამოვიდა გაუვარდაო. როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი დაუნახავი შურიანები
საღოლ სşპნს მგელი გუნდია
მალადეც სიონი
არ ვიცი რითი გადაგიხადო მადლობა ძმა შენ გამალიდერე
ვააა როგორ გამახრე ტო საღოლ ესე გააგრელეთ მარა დინამოზე რა ვთქვა ამ გუნდით გინდაათ ვეროპაზე გასვლა
ძალიან აკლდა ამ დინამოს ძარია პაპავა და პაპუნა მაგი კი დაბურნდება მარა იმ ორს რას უშვრებით არ მესმის საერთოდ ფიფიასი არ უნდა გაეშვა არც ძარია არც პაპავა არც მერება ლორია ხურცილავა და ლორია ენქებოდათ უსერიოზულესი გუნდი რომელიც ალაბთ კაკ მინიმუმ ჩემპ ლიგის პლეიოფს ითამაშებდა