თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში “გაზიანთეფემ” საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო შოთა არველაძის გუნდთან. “ქასიმფაშას” შემადგენლობაში სრულად ითამაშა ლაშა დვალმა.
ანგარიში 36-ე წუთზე სკარიონემ გახსნა, 46-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან “ქასიმფაშას” მცველი ორჰან სემი გააძევა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა მოახერხეს გამარჯვება, 86-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში პორტუგალიელმა ანდრე კასტრომ დააფიქსირა.
“ქასიმფაშამ” ხუთმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ მოახერხა სამი ქულის მოპოვება. ამ ეტაპზე ქართველი მწვრთნელის გუნდი 28 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.