ფეხბურთი

14:58 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინს კარიერის ბოლომდე "ტოტენჰემში" თამაში სურს

ლონდონის "ტოტენჰემის" 21 წლის თავდამსხმელმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ მთელ კარიერას "ტოტენჰემში" გაატარებს.

"მზად ვარ, დარჩენილი წლები "ტოტენჰემს" მიუძღვნა, ეს ის კლუბია, სადაც 10 წლის ასაკიდან ვარ და მოხარული ვარ აქ ყოფნით, მსიამოვნებს და ბედნიერებას მანიჭებს აქ თამაში. ვიმედოვნებ, კიდევ ბევრ წელს გავატარებ კლუბში." - განაცხადა კეინმა.

ჰარი კეინს მიმდინარე პრემიერლიგაში 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 14 გოლი აქვს გატანილი. მის გუნდს დღეს ინგლისის ლიგის თასის ფინალი აქვს “ჩელსის” წინააღმდეგ.

0.121375