ფეხბურთი

12:05 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “ტოსნო” უმწვრთნელოდ დარჩა

როგორც ტიხვინის “ტოსნოს” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ გრიგორიანი დაკავებული თანამდებობიდან ოჯახური პრობლემების გამო გადადგა.

რუსეთის პირველი დივიზიონის გუნდი, რომელშიც ნუკრი რევიშვილი, ოთარ მარცვალაძე, გიორგი ნავალოვსკი და რუსეთის მოქალაქე გურამ თეთრაშვილი ასპარეზობენ, გრიგორიანმა გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ჩაიბარა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ტიხვინელთა ახალი მწვრთნელი. “ტოსნო” რუსეთის პირველი დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერია და ჩემპიონატს 14 მარტს, შინ, “სკა-ენერგიასთან” მატჩით განაახლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061629