ფეხბურთი

5:05 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუენოს ისტორიული პოკერი

გუშინდელი დღე “რაიო ვალეკანოს” გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ. ამ მოკრძალებული კლუბის ნახევარმცველმა ალბერტო ბუენომ “ლევანტეს” კარში ოთხი გოლის გატანა მოახერხა. აქამდე, მადრიდელთა არცერთ მოთამაშეს პოკერი არ ჰქონდა შესრულებული ლა ლიგაში. “ვალეკანოს” რიგებიდან ბოლოს ოთხი გოლის გატანა ტონი გრანდემ მოახერხა 1967 წელს, თუმცა მან “ოსასუნას” სეგუნდა დივიზიონში გაუტანა გოლები. გარდა ამისა, ეს აღმოჩნდა ლა ლიგის ისტორიაში დროის უმოკლეს პერიოდში შესრულებული პოკერი. 26 წლის ფეხბურთელმა ოთხი გოლის გატანა 14 წუთიან მონაკვეთში მოახერხა (23-ე წუთიდან 38-ე წუთამდე). ასევე, ყველაზე სწრაფი პოკერი 1990 წლის შემდეგ. მაშინ, “ტენერიფეელმა” პედრო ალკანიზმა საწყის 34 წუთში ოთხჯერ გაუტანა “კასტელიონს”. ბუენოს გოლებამდე, “ბაყაყების” დაწინაურება კასადედუსმა მოახერხა, ხოლო შეხვედრის ბოლოს უჩემ ანგარიშის შემცირება მოახერხა – 4:2. “რაიო ვალეკანომ” 29 ქულა დააგროვა და მეათე ადგილამდე აღზევდა, ხოლო “ლევანტე” გასავარდნ ზონაში დარჩა.

დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა “ბარსელონამ”, რომელმაც გასვლაზე მარტივად მოუგო “გრანადას”. სტუმრები თავიდანვე დიდ უპირატესობას დაეუფლნენ და გოლი გატანის პირველი შანსი ხავი ერნანდესს ჰქონდა, მაგრამ ოლასაბალი კარგად გაისარჯა. შემდეგი სახიფათო ეპიზოდი კი, გატანილი გოლით დასრულდა. ხორდი ალბას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ლუის სუარესი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაინცდამაინც კარგად ვერ ითამაშა, თუმცა გოლი მაინც გავიდა. ურუგვაელი დარტყმა გადადიოდა, თუმცა ხუან კალა ბურთს ძალიან ცუდად დაუხვდა და ივან რაკიტიჩს ცარიელ კარში გაატანინა. ცოტა ხანში გატანა ლიონელ მესის შეეძლო, მაგრამ არგენტინელის გასროლილი ზემოდან გადასცდა მეტოქის კარს. ტაიმის ბოლოს მასპინძლებიც გააქტიურდნენ, მარკ ბარტრას მიერ ფოლქიერის წაქცევის გამო, ანდალუსიელები პენალტს ითხოვდნენ, ხოლო შემდეგ ხავი მარკესი დაემუქრა “ბლაუგრანას” კარს, მაგრამ ბრავომ კარგად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. პირველ ტაიმში ბოლო მომენტი მესის ჰქონდა, მაგრამ ამჯერად ოლაზაბალს ვერ აჯობა.

მეორე ნახევარი სტუმართათვის იდეალურად დაიწყო, 48-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა და ლუის სუარესმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა მეორე გოლის გატანა მოახერხა. სწრაფი გაშვებული გოლის მიუხედავად, მასპინძლები არ დანებებულან. 52-ე წუთზე ლასანა ბანგურამ მარცხენა ფლანგზე მშვენივრად ითამაშა, ორი მეტოქე მოატყუა და პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ფრან რიკომ შეასრულა ზუსტად. შეხვედრის ბედი 70-ე წუთზე გადაწყდა, კვლავ დიდებულად ითამაშა რაკიტიჩმა, რომელმაც სუარესი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ლუისმა ოლაზაბალი მოატყუა და თავისი გოლი ლიონელ მესის გაატანინა – 1:3. “ბარსამ” მადრიდის “რეალთან” სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა, რომელიც დღეს “ვილიარეალს” ეთამაშება შინ.

ლა კორუნიის “დეპორტივო” დიდ უპირატესობას ფლობდა “ალმერიასთან” საგარეო შეხვედრაში, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “ალმერიამ” შეხვედრა ცხრა კაცით დაასრულა.

ანდალუსიურმა “მალაგამ”, რომელიც ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, შინ უმწვრთლოდ დარჩენილი “ხეტაფე” მინიმალური სხვაობით დაამარცხა.


გრანადა – ბარსელონა 1:3 (0:1)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-4-2): ოლაზაბალი, კალა, ბაბინი, ფოლქიერი, ნიომი, იტურა, ფ.რიკო, იბანესი, ბანგურა (კანდეიასი 79), მარკესი (როჩინა 67), კორდობა (ისააკი 78).
მწვრთნელი: აბელ რესინო

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე (ბუსკეტსი 75), ბარტრა, ალბა, ალვეში, რაკიტიჩი, მასკერანო, ხავი (რაფინია 65), ნეიმარი, სუარესი (პედრო 79), მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 რაკიტიჩი (25), 0:2 სუარესი (48), 1:2 ფ.რიკო (53 პენ.), 1:3 მესი (70).
გაფრთხილებები: მარკესი, ბანგურა – სუარესი, ნეიმარი, მატიე
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 33%-67%, დარტყმა: 10(4)-16(9), ჯარიმა: 18-9, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-7, სეივი: 6-3

ალმერია – დეპორტივო 0:0


ალმერია, “ხუეგოს მედიტერანეოსი”

ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, მ.დოს სანტოსი, ტრახილიო, მიჩელი, დუბარბიერი, კორონა (ზონგო 89), ვერზა, ფ.სორიანო (ტეიე 80), ბიფოუმა, ვ.სილვა (მენდეში 67), ჰემედი.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, ინსუა, სიდნეი, ხუანფრანი, ლუისინიო, ბორგესი, ბერგენტინოსი (მედუნჯანინი 86), ლ.პერესი, ხ.როდრიგესი (ჰ.კოშტა 66), კუენკა (ფარინა 81), რიერა.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი

გაფრთხილებები: ბიფოუმა, ხ.ნავარო (სათადარიგოდან), მენდეში, მიჩელი – ლუისინიო, ხ.როდრიგესი, ბორგესი
გაძევებები: ბიფოუმა (55), მიჩელი (93).
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 10(3)-25(9), ჯარიმა: 13-19, კუთხური: 7-11, თამაშგარე: 0-5, სეივი: 9-3

რაიო ვალეკანო – ლევანტე 4:2 (4:1)

მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ.ალვარესი, ზე კასტრო (მორსილიო 46), ამაია, ტიტო, ნაჩო, ბაენა (ხოზაბედი 78), ტრაშორასი, კაკუტა, ლიკა, ბაენა (პოზუელო 65), მანუჩო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

ლევანტე (4-4-2): მარინიო, დ.ნავარო, რამისი, ტონიო, ი.ლოპესი (რ.გარსია 46), დიოპი (სიმაო 46), კამარასა, ხუმეტრა (უჩე 69), მორალესი, კასადედუსი, ბარალი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: 0:1 კასადედუსი (13), 1:1;2:1;3:1;4:1 ბუენო (23;32;33;38), 4:2 უჩე (85).
გაფრთხილებები: ზე კასტრო, ბაენა – დიოპი, რამისი
მსაჯი: ბიკანდი გარიდო
ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 13(7)-10(3), ჯარიმა: 15-18, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-3

მალაგა – ხეტაფე 3:2 (1:0)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, როსალესი, ანხელერი, ბოკა, დარდერი (რესიო 75), კამაჩო, ხუანმი (ამრაბატი 63), ჰორტა, კასტილიეხო, სამუელი (დუდა 81).
მწვრთნელი: ხავი გრასია

ხეტაფე (4-2-3-1): ხ.ლოპესი, ნალდო, ველაზკესი, ალექსისი, ესკუდერო, დ.კასტრო, ხ.როდრიგესი, ჰინესტროზა (ი.ლოპესი 82), ლეონი (იოდა 74), სარაბია, ვაზკესი.
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი

გოლები: 1:0 ხუანმი (10), 1:1;3:2 ვაზკესი (55;76), 2:1 დარდერი (57), 3:1 ჰორტა (68).
გაფრთხილებები: დარდერი, როსალესი, კასტილიეხო – ალექსისი
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 16(6)-10(6), ჯარიმა: 11-16, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-3

თეგებილა ლიგა
0.161361