სხვა

20:48 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მშვილდოსნების ორი ვერცხლი სლოვენიიდან

ქართველმა მშვილდოსნებმა სლოვენიის ქალაქ კოპერში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ქალთა პირად ჩათვლაში ხათუნა ნარიმანიძემ ფინალში გერმანელ ვერონიკა ჰაიდნ ჩალოვასთან 2:6 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ქართველ ქალ სპორტსმენთაგან პირად ჩათვლაში იულია ლობჟანიძე მე-9 ადგილზე გავიდა, ხოლო ქრისტინე ესებუამ მე-17 შედეგი აჩვენა.

გუნდურ ჩათვლაში ქართველი მშვილდოსნები (ნარიმანიძე, ესებუა, ლობჟანიძე), ფინალურ დაპირისპირებაში გერმანელებთან (ვერონიკა ჰაიდნ ჩალოვა, კარინა უინთერ, ლიზა უნრუჰი) ანგარიშით 2:6 დამარცხდნენ.

0.110557