იტალიის სერია A-ს ბინადარი “ნაპოლი” მომავალი სეზონისთვის ახალი მეკარის შეძენას გეგმავს. ნეაპოლში მიმდინარე სეზონის წინ ნაყიდი ბრაზილიელი კიპერის, რაფაელის თამაშით უკმაყოფილონი არიან. გერმანული მედიის ინფორმაციით, “აძურის” წარმომადგენლებმა თვალი ბუნდესლიგის ბინადარ “მაინცის” 21 წლის მეკარეს ლორის კარიუსს დაადგეს. კარიუსი “მაინცის” აღზრდილია და პირველი გუნდის ძირითად მეკარედ გასული სეზონიდან ჩამოყალიბდა.
მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგაში 21 მატჩი ჩაატარა. გერმანელი ჟურნალისტები ამ ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში ვარაუდობენ.