ფეხბურთი

16:26 | 28.02.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ვან პერსის კოჭის ტრავმა აწუხებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა “სანდერლენდთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე რობინ ვან პერსის კოჭის ტრავმა დაადასტურა.

“გუნდში მხოლოდ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი მყავს და ეს ვან პერსია, რობინს მაიკლ კერიკით ჩავანაცვლებ. თავდამსხმელს კოჭზე პრობლემა აქვს. რთული დაზიანება არაა, თუმცა კოჭის ამ ტიპის ტრავმა სარეაბილიტაციო პერიოდს ორ კვირაზე მეტს მოითხოვს. მოვიცადოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.” – განაცხადა ვან გაალმა.

ვან პერსიმ მარჯვენა ფეხის კოჭის დაზიანება 21 თებერვალს “სუონსისთან” წაგებულ (1:2) პრემიერლიგის 26 ტურის შეხვედრაში მიიღო და მოედანი შეხვეული ფეხით დატოვა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:19 | 12.03.2016
araza-1918 (6330)

კალაძე გაიღვიძე ტრენერი გვინდა. დღეს ჩვენი რაგბისტები გალახავენ ღრუსებს. ყაზახეთანდე 17 დღე.გაფართოებული 40 კაციანი სიის ჩემი ვარიანტი. ლორია რევიშვილი შელია/უფა/===ლობჟანიძე კაკაბაძე კვერკველია კაშია გრიგალავა ამისულაშვილი დვალი ხიზანიშვილი ხუბუტია ნავალოვსკი ჯიქია/ამკარი/ ====კანკავა ანანიძე დაუშვილი კვეკვესკირი აბურჯანია ცინცაძე===ოქრიაშვილი ყაზაიშვილი თარგამაძე ჭანტურია კობახიძე მერებაშვილი ყენია ჰუფნახელი ძალამიძე ებრალიძე პაპუნაშვილი ლიპარტია არაბიძე=== მჭედლიძე ვაწაძე კაჭარავა გელაშვილი დვალიშვილი ქვილითაია მელქაძე /სპარტაკი/

0.068211