ფეხბურთი

11:33 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარტვილში ფეხბურთი ბრუნდება

ტურის სასიხარულო ამბავი: ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მარტვილის “მერანი” მეტოქეს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლებს. სარბიელზე მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი დაიგო და კვირას “ცხინვალთან” მატჩში ანშლაგია მოსალოდნელი. რამდენიმე დღის წინათ, მარტვილს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, სტადიონი შეამოწმეს და იქაურებს დადებითი პასუხიც უთხრეს. მოგეხსენებათ, მანამდე ჭყონდიდელები საშინაო მატჩებს ძირითადად სამტრედაში მართავდნენ.

ახლა უმაღლესი ლიგის წარმომადგენელთაგან საკუთარი სტადიონი არ გააჩნიათ: ბათუმის “დინამოს,” “ცხინვალს,” ფოთის “კოლხეთს” და “ზუგდიდს.” ბოლნისში ჯერაც სამუშაოები მიმდინარეობს და “სიონს” საშინაო მატჩების გამართვა კვლავაც თბილისში, “მიხეილ მესხზე” უწევს. რამდენიმე დღის წინათ ფოთში სპორტის მინისტრი, ლევან ყიფიანი ჩავიდა, ქალაქის მერს, ირაკლი კაკულიასაც შეხვდა და მშენებარე სტადიონიც დაათვალიერა. ვიცით, რომ ზუგდიდელებსა და ბათუმელებსაც მზად აქვთ სტადიონების პროექტები.

თუმცა, ტურის ამბებს დავუბრუნდეთ. მთავარი მატჩი გორში გაიმართება, სადაც “დილა” “ტორპედოს” უმასპინძლებს.”დილა” პირველი ნოემბრის შემდეგ აღარ დამარცხებულა, ამასობაში კი ექვსი ტური მიილია. გორელებმა წლეულსაც კარგად დაიწყეს, ჯერ ქვეყნის თასის მერვედფინალში თბილისის “დინამოსთან” შინ ფრედ (0:0) ითამაშეს, თუმცა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, განსაკუთრებით მოდებაძემ, გორელიშვილმა და ხურცილავამ. შემდეგ კი სტუმრად ასევე საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლ “ცხინვალს” მოუგეს და ლიდერს ისევ ერთი ქულით ჩამორჩებიან. ტორპედოელებს კი უკვე ათი ტურია ჩემპიონატში აღარ გაუმარჯვიათ. ქუთაისში, ფაქტობრივად, გუნდი თავიდან ყალიბდება და ახალი დამრიგებელი, გიორგი დარასელია რთული ამოცანის წინაშე დგას, დრო სწრაფად მიდის და ჩემპიონატის მსვლელობისას უხდება შემადგენლობის დალაგება.

საინტერსო უნდა გამოდგეს ”მიხეილ მესხის” სტდიონზე “სიონისა” და თბილისის “დინამოს” დაპირისპირება. მართალია, ბოლნისელები ცხრილის ბოლოში არიან, მაგრამ თუ შარშანდლ ამბებს გავიხსენებთ, როცა მათ ორჯერ მოუგეს ჩემპიონებს სტუმრად, ერთგვარ “უხერხულ მეტოქესთან” უნდა გვქონდეს საქმე. დინამოელებს ლაშა თოთაძე და ოთარ კაკაბაძე არ ეყოლებათ, რომელმაც საგაზაფხულო მატჩებში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

ზღვისპირული დერბი ლანჩხუთში გაიმართება. “კოლხთი” ბოლო დროს მოფერიანებულ ბათუმის “დინამოს” “უმასპინძლებს.” წინა ტურში ბათუმელებმა “მეტალურგს” მოუგეს და მესამე ადგილზე დადგნენ, მადა ჭამაში მოდისო და ახლა უკვე ევროთასებზე მოსახვედრად ისინიც იბრძოლებენ.

დერბი იქნება ზესტაფონშიც. ოღონდ იმერული დერბი. მარგველები საჩხერელებს დაუხვდებიან. სოსო ფრუიძის გუნდი საშემოდგომო ჩავარდნის შემდეგ ისევ ათამაშდა, ლიდერებს წამოეწია და ახლა ყოველი ქულისთვის ორმაგი ენერგიით იბრძოლებს. ზესტაფონელები კი ეცდებიან დაამტკიცონ, რომ უამრავი პრობლემების მიუხედავად, ხელწამოსაკრავნი არ არიან.

28 თებერვალი

შუქურა (ქობულეთი) – გურია (ლანჩხუთი)

ქობულეთი. “ჩელე არენა. 14:00

დისკვალიფიცირებულები: კობა შალამბერიძე, გიგა ჭეიშვილი (გურია)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. ვარამიშვილი, დ. გაბისონია, ვ. ბასილაია (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0

კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი)

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 14:00

დისკვალიფიცირებული: ანზორ სუხიაშვილი (ბათუმი)

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. თოდრია, ს.სპიცინი, დ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

1 მარტი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სამტრედია

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 15:00

დისკვალიფიცირებული: ლუკა თათხაშვილი (ვიტ ჯორჯია)

მსაჯები: შ. ქუხილავა, ზ. ფიფია, ზ. ასკაროღლი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი)

თბილისი. “მიხეილ მესხი.” 15:00

დისკვალიფიცირებულები: ლაშა თოთაძე, ოთარ კაკაბაძე (დინამო)

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ზ.მენთეშაშვილი, მ. კუპატაძე, ბ, ნინუა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი)

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 15:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი თექთურმანიძე (დილა)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ზ. ბერულავა, დ. ხარიტონაშვილი, ა. ნონიკაშვილი, გ. ელიკაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0

მეტალურგი (რუსთავი) – ზუგდიდი

რუთავი.”ფოლადი.” 15:00

დისკვალიფიცირებულები: ლევან კუტალია, გოდერძი მაჩაიძე (ზუგდიდი)

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ა. კოკაია, დ. კურტანიძე, გ, დოგრაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0


მერანი (მარტვილი) – ცხინვალი

მარტვილი. ცენტრალური. 15:00

დისკვალიფიცირებული: ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ბ.ჭიჭინაძე, ი.უკლება, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე)

ზესტაფონი.”დავით აბაშიძე.” 15:00

დისკვალიფიცირებული: ლაშა მჭედლიშვილი (ზესტაფონი)

მსაჯები: დ.სანოძე, ი.კაკაბაძე, ზ. ჭაავა, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:2

1. დინამო თბ. 16 10 2 4 27:13 32
2. დილა 16 9 4 3 23:13 31
3. დინამო ბთ. 16 8 3 5 19:14 27
4. სამტრედია 16 7 4 5 17:12 25
5. ჩიხურა 16 7 4 5 19:17 25
6. ცხინვალი 16 7 3 6 15:22 24
7. მეტალურგი 16 6 5 5 19:17 23
8. გურია 16 5 7 4 17:23 22
9. მერანი 16 5 6 5 13:12 21
10. ზესტაფონი 16 4 7 5 29:23 19
11. შუქურა 16 4 6 6 14:18 18
12. კოლხეთი 16 4 6 6 13:17 18
13. ტორპედო 16 3 8 5 17:18 17
14. ზუგდიდი 16 3 6 7 9:17 15
15. სიონი 16 3 5 8 12:21 14
16. ვიტ ჯორჯია 16 3 4 9 16:22 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.134844