ჩოგბურთი

11:23 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფას მადლობა ქომაგებს

მსოფლიო კლასიფიკაციის მეოთხე ნომერი რაფა ნადალი ბუენოს აირესის ტურნირის ნახევარფინალში კორტის მასპინძელ ფედერიკო დელბონისის 6:1, 6:1 დამარცხების შედეგად გავიდა. ფინალში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად 28 წლის მალიორკელი კიდევ ერთ არგენტინელ კარლოს ბერლოკს დაუპირისპირდება.

დელბონისის წინააღმდეგობის დასაძლევად რაფას მხოლოდ საათი დასჭირდა. ნადალის ანგარიშზე 5 ბრეიკია.

ბუენოს აირესში რაფა ნადალის ყველა მატჩს მისი ფანკლუბის Movistar-ის წევრები ესწრებიან და მანაკორელი მათ გულწრფელ მადლობას უხდის: “გემადლიერებით მოჭარბებული დადებითი ემოციისთვის, რომელსაც ყოველწუთიერად ვგრძნობ. ფანებს მეგობრებად ვთვლი და მათი მხარდაჭერა მეტად მსიამოვნებს”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.15671