ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მარცხენა მცველი ხოსე ლუის გაია “ვალენსიასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს – იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა As-ი.
ნიჭიერ ფეხბურთელს “ღამურებთან” მოქმედი ხელშეკრულება 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის რამდენიმე წლით გაგრძელება ახლავე სურს. მიზეზი, მოთამაშისადმი გაზრდილი ინტერესია. მისით მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” ინტერესდებიან, თუმცა ხოსეს მშობლიურ კლუბში დარჩენა სურს და ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, რომლის თანახმადაც ხელფასი მნიშვნელოვანად გაეზრდება და 45 მილიონად იქნება შეფასებული.
მიმდინარე სეზონში 19 წლის მცველმა “ლოს ჩეს” მაისური 25-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს ბიი რეალში მინდა სულით და გულით,მაგრამ თუ მას ვალენსიას დატოვება არ უნდა რა გაეწყობა...
ისე ცნობისათვის ბარემ ამჟამად რამდენი აქვს ხელფასი ეგეც გეტქვათ? ყველაფერი მე გასწავლოთ?
ამჟამინდელი ხელფასი აქვს წელიწადში 250 000 ევრო და თუ რეალში გადმოვიდოდა დაახლოებით 3 მილიონიან ხელფას პირდებიან.
ხოლო ამჟამად გაიას გამოსასყიდი თანხა 18 მილიონს შეადგენს.