უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მერვედფინალური შეხვედრები ჩატარდა. ამ თამაშების შემდგომ რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.
“რეალი”
მადრიდის “რეალისთვის” გელზენკირხენის “შალკესთან” მოგებული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეათე გამოდგა. ამ მაჩვენებლით “სამეფო კლუბი” მიუნხენის “ბაიერნს” გაუტოლდა, რომელსაც იგივე რაოდენობის მოგებული მატჩების სერია 2013 წლის აპრილის თვიდან ნოემბრის თვემდე ჰქონდა.
ესპანელებმა ასევე ზედიზედ მეხუთე გასვლითი მატჩი მოგეს. ასეთი შედეგი ისტორიაში კიდევ ორ გუნდს აქვს. ამსტერდამის “აიაქსს” და მიუნხენის “ბაიერნს.
“რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე მიჯრით მე-19-ედ შეძლო მერვედფინალში გასვლა. ეს კი აბსოლუტური რეკორდია.
“ბარსელონა”
კატალონიის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაში მე-200 მატჩი გამართა და ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედს” გაუტოლდა. უფრო მეტჯერ ლიგაზე მხოლოდ “რეალს” აქვს ნათამაშები – 207-ჯერ.
სერხიო აგუეროს მიერ “ბარსელონას” კარში გატანილი გოლი “ბლაუგრანასთვის” ჩემპიონთა ლიგაზე გაშვებული მე-200 გოლია. უფრო ცუდი მაჩვენებელი “რეალს” აქვს. მადრიდელებს 224 გოლი აქვთ მიღებული.
“მანჩესტერ სიტი”
“ბარსელონასთან” დამარცხებით “სიტი” მიმდინარე სეზონში 1/8 ფინალში მყოფ იმ გუნდებს შეუერთდა, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უფრო მეტი მარცხი აქვთ განცდილი, ვიდრე გამარჯვება მოპოვებული. “ქალაქელების” მაჩვენებლი 11 მარცხია 10 გამარჯვების საპირისპიროდ. უფრო უარესი შედეგი აქვთ “ლევერკუზენს” (31 მოგება, 34 წაგება), “შახტარს (25 – 29), და შვეიცარიულ “ბაზელს” (14 – 20). გელზენკირხენის “შალკეს” კი თანაბარი მაჩვენებლი აქვს – 22 გამარჯვება, 22 დამარცხება.
ჩაბი ალონსო
ჩაბი ალონსო “შახტარის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩით ლიგის ისტორიაში 25-ე ფეხბურთელი გახდა, ვინაც ამ ტურნირში მინიმუმ 100-ჯერ ითამაშა.
ალონსო კიდევ ერთი საინტერესო მიღწევის ავტორი შეიქნა. იგი “ბაიერნის” ისტორიაში მე-15 ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე მოედნიდან გააძევს. უფრო მეტჯერ წითელი ბარათი მილანის “ინტერს” (17-ჯერ) და ტურინის “იუვენტუსს” მიუღია (20-ჯერ).
აგუერო და ტევესი
პირველ მერვედფინალურ მატჩებში გოლი ორმა არგენტინელმა ფეხბურთელმა გაიტანა. სერხიო აგუერომ და კარლოს ტევესმა. აგუერომ ლიგაზე მე-20 გოლი გაიტანა და 38-ე ფეხბურთელი გახდა ამ მხრივ, ხოლო ტევესმა მეათედ იხეირა და 125-ე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ მაჩვენებელს უწია.
“შალკე”, “სიტი”, “არსენალი”
“შალკემ”, “არსენალმა” და “სიტიმ” 1/8 ფინალების პირველი შეხვედრები საკუთარ მოედანზე დათმეს. ისტორიაში კი მხოლოდ ორ შემთხვევა არსებობს, როდესაც პირველ შეხვედრაში საკუთარ კედლებში დამარცხებული გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამის გაკეთება 1995-1996 წლების სეზონში პირველად ამსტერდამის “აიაქსმა” შეძლო, რომელმაც ნახევარფინალში “ამსტერდამ არენაზე” პირველ მატჩში დამარცხების შემდეგ ათენის “პანათინაიკოსის” ბარიერი მაინც დაძლია, ხოლო მეორედ იგივეს გაკეთება მილანის “ინტერმა” მოახერხა. მერვედფინალში “ნერაძურიმ” მიუნხენის “ბაიერნს” “სან სიროზე” 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ აჯობა.