ფეხბურთი

17:47 | 27.02.2015 | ნანახია 0 - ჯერ

მონტელა : “კუადრადოს ტრანსფერით “ფიორენტინამ” იხეირა”

“ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი ვიჩენცო მონტელა ხუან კუადრადოს “ჩელსიში” ტრანსფერით კმაყოფილია. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, კუადრადოს გასხვისებით გუნდმა ბევრი ფული მიიღო და კოლუმბიელის დონის ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰიც დაიმატა.

“ვინ მოიგო კუადრადოს გადასვლით?- რა თქმა უნდა, “ფიორენტინამ”. ფლორენციულმა კლუბმა კოლუმბიელის ტრანსფერში ბევრი ფული მიიღო და კუადრადოს დონის მოჰამედ სალაჰი დაიმატა”- მონტელას სიტყვებს Gოალ.ცომ ციტირებს.

ზამთრის საფრანსფერო ფანჯრის დროს “ჩელსიმ” კუადრადო 26.8 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ხოლო “ფიორენტინა” “ჩელსიდან” 22 წლის შემტევი მოჰამედ სალაჰი იჯარის წესით დაიმატა. სალაჰმა ფლორენციელთა შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა. ხუთშაბათს ევროპის ლიგის მატჩში “ფიორენტინამ” შინ “ტოტენჰემი” 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი სწორედ სალაჰის ანგარიშზეა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:34 | 17.11.2015
larry (200)

წავაგეთ 18-10. Iმედია რუმინეთს მოუგებთ

17:46 | 17.11.2015
პანტელეიმონი (4347)

გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო.

16:56 | 17.11.2015
私は家に帰りました (1799)

აბა თქვენ იცით ბიჭებო

12:40 | 17.11.2015
cicerona (436)

წარმატებები

12:09 | 17.11.2015
თენგაბი (950)

წარმატებები

0.06696