ფეხბურთი

15:06 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილი “ატრომიტოსისა” და პაოკ-ის ინტერესთა სფეროში

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მერებაშვილის მენეჯერმა მისი კლეინის მიმართ “ატრომიტოსის” ინტერესი უარყო, ბერძნული ინტერნეტმედია საპირისპიროს ამტკიცებს.

cretalive.gr-ის ინფორმაციით, “ატრომიტოსს”, რომელსაც საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგაში მე-7 ადგილი უკავია, ოფი-ს ქართველი შემტევი ნახევარმცველის თავის რიგებში ხილვა სურს.

ამავე ინტერნეტპორტალის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, მერებაშვილით პაოკ-იც იყო დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში მერებაშვილმა ოფი-ში 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

0.113954