სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

13:17 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კავალიერსმა” “ოქროს შტატელებს” მოუგო

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის 2 მატჩი გაიმართა.

“კლივლენდმა” შინ დასავლეთ კონფერენციის ლიდერი “გოლდენ სტეიტი” მიიღო. მატჩის პირველი სამი პერიოდი “კავალიერსმა” მოიგო. დევიდ ბლატის შეგირდებმა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს, “კავალიერსმა” 110:99 იმარჯვა. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 42 ქულა 11 მოხსნა და 5 პასი შესძინა. ჯეიმსისთვის 42 ქულა მიმდინარე სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია.

“ფინიქსი” საკუთარ დარბაზში “ოკლაჰომას” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 13 წამით ადრე “ფინიქსი” 109:106 იგებდა. რასელ ვესტბრუკმა ორქულიანი ჩააგდო, პლუს საჯარმოც და ანგარიში 109:109 გახადა. მატჩი ბოლო წამზე მარკიფ მორისი შეეცადა ბურთის ჩაგდებას, თუმცა სერჟ იბაკამ მორისს დააფარა. მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით 5-წუთეულში უკეთესი “ფინიქსი” აღმოჩნდა და საბოლოოდ 117:113 მოიგო. “ფინიქსში” საუკეთესო ბლედსოუ გახლდათ (28 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი. შესანიშნავ ფორმაში იმყოფება რასელ ვესტბრუკი, რომელმაც კიდევ ერთი სამმაგი დუბლი შეასრულა. რასელმა გუნდს 39 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასი შესძინა.

“კლივლენდ კავალიერსი” – “გოლდენ სტეიტი” 110:99 (32:33, 29:23, 29:22, 20:21)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (42 ქ. 11 მ. 5 პ.), ირვინგი (24 ქ.), ლავი (16 ქ. 8 მ.), ტომპსონი (12 ქ.), მოზგოვი (10 ქ. 10 მ.), სმიტი (4 ქ.), დელავედოვა (2 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: ლი (19 ქ.), კარი (18 ქ.), გრინი (16 ქ.), ტომპსონი (13 ქ.), ბარნსი (11 ქ.), იგუადალა (9 ქ.), ბოგუტი (6 ქ.), ბარბოსა (5 ქ.), ჰოლიდეი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=HwHsRLjoL2I

“ფინიქს სანსი” – “ოკლაჰომა” 117:113 (25:15, 28:33, 33:36, 23:25, ო.ტ. 8:4)

“ფინიქსი”: ბლედსოუ (28 ქ. 13 მ. 9 პ.), მარკიეფ მორისი (29 ქ. 11 მ.), ნაითი (15 ქ.), ტაკერი (12 ქ.), ლენი (12 ქ. 11 მ.), მარკუს მორისი (11 ქ.), ბარონი (4 ქ.), გრინი (2 ქ.)

“ოკლაჰომა”:ვესტბრუკი (39 ქ. 14 მ. 11 პ.), კანტერი (18 ქ.), უეიტერსი (16 ქ.), იბაკა (13 ქ. 9 მ. 3 ბ.), აუგუსტინი (13 ქ.), სინგლერი (7 ქ.), მოროუ (5 ქ.), კოლისონი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=WEbXne46ouQ

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.136886