ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა საბურავების მწარმოებულ იაპონურ კომპანია Yokohama Rubber-თან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აზიური კომპანიის ლოგო “არისტოკრატთა” მთავარი და ახალგაზრდული გუნდების მაისურზე 2015/16 წლების სეზონიდან გამოჩნდება.
აღნიშნული გარიგებით ლონდონელები იაპონელებისგან წელიწადში 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ. “ჩელსი” “სამსუნგთან” დადებულ წლიურ 18-მილიონიან ხელშეკრულებას წყვეტს. ახალი გარიგებით კი ინგლისში მეორე გახდება, პირველ ადგილზე “მანჩესტერ იუნაიტედია” (“შევროლესთან”, წლიური 53 მილიონი გირვანქა).
საბურავების მწარმოებელი იაპონური კომპანია 1917 წელს დაარსდა და 2017 წელს 100-წლიან იუბილეს აღნიშნავს. Yokohama Rubber-ს მსოფლიო მასშტაბით 120 ქვეყანაში 20 000 თანამშრომელი ჰყავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია