ფეხბურთი

12:10 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” “სიტისთან” სახოს მოისაკლისებს

ინგლისური “ლივერპულისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი მამადუ სახო “მანჩესტერ სიტისთან” “ენფილდზე” გასამართ პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

სენეგალური ფესვების მქონე ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატის წინა ტურში “საუთჰემპტონთან” მოგებული (2:0) შეხვედრა და “ბეშიქთაშთან” წაგებული (0:1, პენ 4:5) ევროპის ლიგის პლეი ოფის დაპირისპირება ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა.

თურქულ კლუბთან მატჩამდე 25 წლის მამადუმ “თვითერის” მეშვეობით “მერსისაიდელებს” წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ვარჯიშს შაბათს 28 იანვარს დაუბრუნდება, “ქალაქელებთან” დაპირისპირება კი 1 მარტს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში სახო ტრავმებმა შეაწუხა და მას სეზონის ნახევარზე მეტი გაუცდა. ფრანგმა “ლივერპულის” მაისურით ყველა ტურნირზე მხოლოდ 22 შეხვედრა ჩაატარა.

0.113599