“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 20 წლის ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა ტილერ ბლეკეტიმ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე გააფორმა, ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდებოდა.
ახალგაზრდა მცველი “წითელი ეშმაკების” მთავარ გუნდში ლუის ვან გაალმა მიმდინარე სეზონის დასაწყისამდე დააწინაურა და თავის გამოჩენის შანსს აძლევს. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა იამაიკური ფესვების მქონე ფეხბურთელი პრემიერლიგასა და ასოციაციის თასზე 10 შეხვედრაში გამოიყენა. ბლეკეტის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 1 მილიონ ევროს შეადგენს.