1978 - დაიბადა კახა კალაძე. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი. თბილისის “დინამოს” რიგებში გამოსვლისას ოთხ-ოთხჯერ მოიგო საქართველოს პირველობა და ეროვნული თასი. კიევის “დინამოსთან” ერთად სამ-სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი და თასის მფლობელი. “მილანის” რიგებში 2007 წელს გახდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი, 2003 და 2007 წლებში მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. 2003 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი, იმავე წელს მოიგო ქვეყნის თასი, 2003 და 2004 წლებში კი დაეუფლა იტალიის სუპერთასს. საქართველოს ნაკრების 83 მატჩში გაიტანა ერთი გოლი, “მილანში” ჩაატარა 194 შეხვედრა (12 გოლი). რამდენიმე მატჩში უკაპიტნა „მილანს“.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1900 - მიუნხენში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ბაიერნი”. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი. გერმანიის 23-გზის ჩემპიონი. ხუთჯერ მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი (ლიგა), ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი, თითოჯერ თასებისა და უეფას თასები, 16-ჯერ გერმანიის თასი.
1936 - ჰოლანდიელმა მოცურავე ვილი დენ ოუდენმა, 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:04,6).
1959 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ბოსტონ სელტიკსის” მოთამაშე ბობ კოუსიმ “მინეაპოლის ლეიკერსთან” რეგულარული პირველობის მატჩში 28 შედეგიანი პასი გააკეთა. იმ შეხვედრაში ბოსტონელებმა 173 ქულა მოიპოვეს.
1966 - შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქალთა შორის პირველობა ამერიკელმა პეგი ფლემინგმა მოიპოვა, მამაკაცთა შორის კი, უძლიერესი ავსტრიელი ემერიჰ დანცერი გახდა.
1982 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “დენვერ ნაგითსის” მოთამაშე დენ იზელმა რეგულარული პირველობის მატჩებში, ზედიზედ 63-ე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად შეასრულა.
1983 - იმონ კოლერმა დარბაზში ერთ მილზე რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:49.78).
1984 - კარლ ლუისმა დარბაზში სიგრძეზე მხტომელთა შორის, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8,675 მ).
1987 - მაიკ კონლიმ დარბაზში სამმხტომელთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (17,76 მ).
1988 - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ციგურებით ფიგურული მოსრიალე კატარინა ვიტი, ზედიზედ მეორედ გახდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1992 - პლანეტის ყველაზე მდიდარი სპორტსმენი ამერიკელი ტაიგერ ვუდსი, 16 წლის ასაკში გახდა პროფესიონალ გოლფისტთა ასოციაციის (PGA) წევრი.
1994 - ნორვეგიის ქალაქ ლილიჰამერში საზეიმოდ დაიხურა ზამტრის მე-17-ე ოლიმპიადა. მასში მონაწილეობა 67 ქვეყნის 1739-მა სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე ნორვეგიის ნაკრები გავიდა (10 ოქრო, 11 ვერცხლი, 5 ბრინჯაო). მეორე საფეხური გერმანელებმა დაიკავეს (9, 7, 8), ხოლო მესამე პოზიცია რუსეთის წარგზავნილებმა (11, 8, 4). ამ ოლიმპიადაზე ზამთრისა და ზაფხულის თამაშების ისტორიაში პირველად იასპარეზა საქართველომ დამოუკიდებელი ნაკრებით. ჩვენი ქვეყნის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: კახა ვახტანგიშვილი და ლევან თიბილოვი (ორივე ციგაობა), კახა წაქაძე (თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომა), ზურაბ ჯიჯიშვილი და ლევან აბრამაშვილი (ორივე სამთო-სათხილამურო სპორტი).
2005 - ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასის ფინალში, “ჩელსიმ” დამატებით დროში “ლივერპულს” 3:2 მოუგო. შეხვედრა კარდიფის “მილენიუმის” სტადიონზე ჩატარდა. მსაჯმა სათადარიგოთა სკამიდან “ლონდონელ არისტოკრატთა” პორტუგალიელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო გააძევა (“ლივერპულის” ფანებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო), ხოლო მერსისაიდელმა სტივენ ჯერარდმა 79-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა.
2005 - იტალიის სერია A-ში “მილანმა” “ინტერს” სძლია. ერთადერთი გოლი კი, “მილანელთა” ბრაზილიელმა გამთამაშებელმა კაკამ გაიტანა. შავ-წითელ მაისურიანთა ღირსებას პაექრობის 37-ე წუთამდე იცავდა კახა კალაძე, რომელსაც იმ დღეს 27 წელი შეუსრულდა. ქართველმა მცველმა მოედანი მარტინსთან ორთაბრძოლისას მიღებული ტრავმის გამო დატოვა.
2006 - გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო (2:1) “ფრაიბურგმა,” რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ალექსანდრე იაშვილმა. “მიუნხენ 1860”-თან გამართულ მატჩში, ქართველმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა. ამ გამარჯვებით “ფრაიბურგი” მეორე ადგილზე გადავიდა.
- მალტის ტრადიციულ ტურნირში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვის ახალგაზრდულ გუნდთან 1:5 წააგო.
2006 - თურქეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში, “დიარბაქირსა” და “კონიასპორს” შორის გამართული მატჩი სტადიონზე მომხდარი მასობრივი არეულობის შედეგად, 87-ე წუთზე შეწყდა. სამართალდამცავებმა წესრიგის დასამყარებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამ ინციდენტის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა.
- ბუქარესტის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ესპანელი სპეციალისტი, ესტებან ვიგო გადადგა.
2007 - “ატლანტა ჰოუქსის” ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ “დალას მავერიკსის” წინააღმდეგ 33 წუთის განმავლობაში თამაშისას 24 ქულა მოაგროვა, 9 მოხსნა და ერთი შედეგიანი პასი განახორციელა. მატჩი “დალასელებმა” 110:87 მოიგეს.
2007 - ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ ორ არბიტრს მსაჯობის უფლება სამუდამოდ ჩამოართვა, ხოლო სამს თითოწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
2007 - ჰოლანდიის სასამართლომ ფეხბურთის ცნობილ სპეციალისტს, გუს ჰიდინკს 6 თვიანი პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ჯარიმის სახით 45 000 ევროს გადახდა დააკისრა. ჰიდინკს 2002-2003 წლებში გადასახადებისაგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი.
2007 - იტალიური საფეხბურთო კლუბის, “ბრეშიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარიო სომა გადააყენეს.
2009 - ინგლისის პრემიერლიგაში “ლივერპული” და “არსენალი” 4:4 დაზავდნენ. ლონდონელთაგან ოთხივე გოლი ანდრეი არშავინის ანგარიშზეა.
2012 - ძიუდოში პრაღის მსოფლიოს თასზე ქართველებმა თითო ოქრო - ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ვერცხლი - ბექა ღვინიაშვილი (81), ბრინჯაო - ადამ ოქრუაშვილი (100+)) მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილიც დაისაკუთრეს.
2012 - თბილისის "დინამოს" თავკაცი გიორგი დევდარიანი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელობიდან გადადგა.
2012 -საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნაკრების ახალ კაპიტნად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნა.
ამ დღეს დაიბადნენ
1902 - ეტილდა ბლეიბრეი. ამერიკელი მოცურავე. 1920 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს სამი მედალი.
1929 - ჯალმა სანტოსი. ბრაზილიელი მცველი. 1958 და 1962 წლების მსოფლიო ჩემპიონი. მონაწილეობდა 1954 და 1966 წლების მუნდიალებზეც.
1937 - ჯეი სილვესტერი. ამერიკელი მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1972 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1952 - დუაიტ ელმორ ჯოუნსი. ამერიკელი კალათბურთელი. 1972 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი.
1960 - ანდრეს გომესი. კოლუმბიელი ჩოგბურთელი. 1990 წელს ერთეულთა თანრიგში საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. წყვილთა თანრიგში მოგებული აქვს აშშ-ისა და საფრანგეთის ღია პირველობები და ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური თამაშები.
1961 - ჯეიმს უორთი. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” რიგებში, 1985, 1987 და 1988 წლებში მოიპოვა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა. 1988 წელს ფლეი-ოფის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს. ზედიზედ შვიდჯერ ითამაშა NBA-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში (1986-92). ჯეიმს უორთი შეიყვანეს საკალათბურთო “დიდების დარბაზში,” ხოლო 1996 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასიციაციის ყველა დროის 50 საუკეთესო მოთამაშეს შორის.
1963 - ფრანჩესკო კანჩელოტი. იტალიელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი, მათ შორის შვედეთის ღია პირველობა.
1967 - ფრანტიშეკ კაბერლე. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების მოთამაშე. 1998 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
1971 - მორტენ ვიგჰორსტი. დანიის ნაკრების, შოტლანდიის “დანდისა” და “სელტიკის,” “ბრონდბიუს” ნახევარმცველი. დანიის ნაკრებში ჩაატარა 30 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (სამი მატჩი).
1973 - ალექსეი ლეზინი. რუსი მოკრივე. მსოფლიოს ჩემპიონი.
1978 - კახა კალაძე. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი. თბილისის “დინამოს” რიგებში გამოსვლისას ოთხ-ოთხჯერ მოიგო საქართველოს პირველობა და ეროვნული თასი. კიევის “დინამოსთან” ერთად სამ-სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი და თასის მფლობელი. “მილანის” რიგებში 2007 წელს გახდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი, 2003 და 2007 წლებში მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. 2003 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი, იმავე წელს მოიგო ქვეყნის თასი, 2003 და 2004 წლებში კი დაეუფლა იტალიის სუპერთასს. საქართველოს ნაკრების 83 მატჩში გაიტანა ერთი გოლი, “მილანში” ჩაატარა 194 შეხვედრა (12 გოლი). რამდენიმე მატჩში უკაპიტნა „მილანს“.
1978 - ელენა ვასილევსკაია. რუსი ფრენბურთელი. ევროპის ჩემპიონი.
1983 - დევინ ჰარისი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “დალას მავერიკსის” გამთამაშებელი (191 სმ).
1989 - ვარლამ ლიპარტელიანი. 90 წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა შორის 2012 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. კონტინენტის 2009, 2010, 2013 წლების პირველობებზე მოიპოვა ვერცხლის მედლები, ხოლო 2011-ში მესამე ადგილზე გავიდა. 2013 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში, პირადში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის მონაწილე. სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.
ამ დღეს გარდაიცვალნენ
1961 - პლეტ ადამსი. სიმაღლეზე ხტომაში 1912 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.