ევროპის ლიგის 1/16-ფინალში ხუთმა იტალიურმა გუნდმა ითამაშა და ხუთივე მერვედფინალში გავიდა. ეს ეტაპი უდანაკარგოდ გადალახეს უკრაინულმა და რუსულმა კლუბებმაც, რომელთაც მერვედფინალშიც ორ-ორი გუნდი ეყოლებათ.
სხვებზე ერთი საათით ადრე დაიწყო ორი მატჩი. ორივეში რუსულმა კლუბმა სამ-სამი გოლი გაიტანა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. “ზენიტს” პსვ ჰოლანდიაში 1:0 ჰყავდა დამარცხებული, შინ კი, რონდონის დუბლისა და ჰალკის გოლით დაამარცხა. უგოლი ფრის შემდეგ, მოსკოვში “ანდერლეხტი” მიტროვიჩმა დააწინაურა და ტაიმი ასე დასრულდა, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მასპინძლებმა სამი გოლი გაიტანეს და 3:1 იმარჯვეს.
9-კაციანი კიევის “დინამო” ერთი კვირის წინ “გენგამთან” 1:2 დამარცხდა და ახლა შურისძიება სწყუროდა. უკრაინელთა შემართება ვერც თოვლმა შეაჩერა და ტრავმირებული ველოზუს ნაცვლად შესულმა ტეოდორჩიკმა 31-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო მეორეს დასაწყისში ბუიალსკიმ თავისი პირველი გოლი გაიტანა და მასპინძელთა უპირატესობა გააორა. “გენგამმა” 66-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ ტეოდორჩიკმა 75-ე წუთზე თერთმეტმერიანი გამოიმუშავა და გუსევმა კიეველები მერვედფინალში გაიყვანა.
მომენტებით დახუნძლული შეხვედრის პირველ ტაიმში, “გლადბახმა” “სევილიას” ანგარიში ორჯერ გაუთანაბრა, მაგრამ ვიტოლოს დუბლმა კაცნაკლულ გერმანელებს წარმატებაზე ფიქრის ხალისი დაუკარგა. “აიაქსმა” “ლეგიას” ამსტერდამში მინიმალური სხვაობით აჯობა, მაგრამ მეტოქე სტუმრად აღარ დაინდო და საქმე პირველსავე ტაიმში მოუმთავრა.
“ზალცბურგმა” ამ სეზონში ჩატარებულ 6 საშინაო მატჩში პირველი მარცხი განიცადა. “ვილიარეალი” მე-18 წუთზე მდევრის როლში აღმოჩნდა, მაგრამ შესვენებამდე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 3 წუთის ინტერვალით ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. “ტოტენჰემი” მატჩის დებიუტში “ფიორენტინასთან” უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. იტალიელებმა მეორე ტაიმში ორჯერ აიღეს მეტოქის კარი და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
“ინტერმა” 37-ე წუთიდან კაცნაკლულად დარჩენილ “სელტიკს” ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს გაუტანა და მერვედფინალში გავიდა. “ბეშიქთაშმა” “ლივერპულს” 1:0 მოუგო, დამატებითმა დრომ უშედეგოდ ჩაიარა, მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანებში კი, უფრო ზუსტი თურქი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ და “ლივერპული” ტურნირის მიღმა დარჩა.
“ევერტონმა” სტუმრად მოპოვებული კომფორტული გამარჯვების შემდეგ, “იანგ ბოიზს” შინ 3:1 აჯობა. მაყურებელმა ოთხივე გოლი პირველ ტაიმში იხილა და ანგარიში შვეიცარიელებმა გახსნეს, მაგრამ მერე ლუკაკუსგან დუბლი და მირალასისგან ერთი გოლი მიიღეს. “სპორტინგისა” და “ვოლფსბურგის” შეხვედრა ერთადერთი იყო, რომელიც უგოლოდ დასრულდა და გერმანელები მერვედფინალში ითამაშებენ.
უხვგოლიანი აღმოჩნდა “ბილბაოსა” და “ტორინოს” მეორე დაპირისპირებაც. ბასკებმა ორჯერ შეძლეს წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მესამედ უძლურნი აღმოჩნდნენ და მერვედფინალის საგზური ტურინელებს დაუთმეს. “ბრიუგემ” “ოლბორგს” ამჯერადაც სამი გოლი გაუტანა, ოღონდ თავად ის ერთიც გაუშვა და ორი მატჩის ჯამში 6:1 იმარჯვა. “ნაპოლიმ” სტუმრად 4:0 მოგების შემდეგ, “ტრაბზონს” შინ ერთი გოლი აკმარა.
“რომა” “ფეიენოორდთან” პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდა, ჰოლანდიელებმა წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ მსაჯმა სამი წუთის ინტერვალით 2 მათი ფეხბურთელი რომ გააძევა, 1:2 დამარცხდნენ. ჯაბა კანკავას “დნეპრმა” ერთი კვირის წინ მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა, “ოლიმპიაკოსს” დაუზავდა და მერვედფინალში გავიდა. პირველ მატჩში გოლის გამტანი ჯაბა ამჯერად გააფრთხილეს.
ევროპის ლიგის 1/16-ფინალი. განმეორებითი მატჩები
26 თებერვალი.
ზენიტი (რუსეთი) - პსვ (ჰოლანდია) 3:0 (1:0) (4:0 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: 1:0 რონდონი (29), 2:0 ჰალკი (48), 3:0 რონდონი (67)
61-ე წუთზე დე იონგმა (პსვ) ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი
გაფრთხილება: შატოვი (70) - ბრენეტი (20), გუარდადო (37), ვეინალდუმი (45+2)
დინამო (მოსკოვი, რუსეთი) - ანდერლეხტი (ბელგია) 3:1 (0:1) (3:1 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: 0:1 მიტროვიჩი (29), 1:1 კოზლოვი (47), 2:1 იუსუპოვი (64), 3:1 კურანი (90+5)
64-ე წუთზე კოკორინმა (დინამო) ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი
გაფრთხილება: ვალბუენა (75), გუბოჩანი (77), იუსუპოვი (81) - დეშახტი (5)
ინტერი (იტალია) - სელტიკი (შოტლანდია) 1:0 (0:0) (4:3 ორი მატჩის ჯამში)
გოლი: 1:0 გუარინი (88)
გაფრთხილება: დ’ამბროზიო (43), გუარინი (78) - ვან დეიკი (27, 37), ისაგირე (53), გორდონი (71), ბიტონი (85), მეტიუზი (86), კომონსი (90+4)
გაძევება: ვან დეიკი (37)
ფიორენტინა (იტალია) - ტოტენჰემი (ინგლისი) 2:0 (0:0) (3:1 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: 1:0 გომესი (54), 2:0 სალახი (71)
გაფრთხილება: ბადელი (36), სალახი (72) - დევისი (50)
ბეშიქთაში (თურქეთი) - ლივერპული (ინგლისი) 1:0 (0:0) (1:1 ორი მატჩის ჯამში)
თერთმეტმეტრიანების სერიაში გაიმარჯვა “ბეშიქთაშმა” 5:4
გოლი: 1:0 თოლღაი არსლანი (72)
გაფრთხილება: ბალოტელი (11), ჯანი (104)
ზალცბურგი (ავსტრია) - ვილიარეალი (ესპანეთი) 1:3 (1:1) (2:5 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: 1:0 ჯურიჩინი (18), 1:1 ვეტო (33), 1:2 ვეტო (76), 1:3 დოს სანტოსი (79)
გაფრთხილება: ხინტერეგერი (49), შვეგლერი (66) - მუზაკიო (33), პინა (34), ტრიგეროსი (56), დოს სანტოსი (85)
დინამო (კიევი, უკრაინა) - გენგამი (საფრანგეთი) 3:1 (1:0) (4:3 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: 1:0 ტეოდორჩიკი (31), 2:0 ბუიალსკი (46), 2:1 მანდანი (66), 3:1 გუსევი (75 პ.)
გაფრთხილება: რიბალკა (1), ბუიალსკი (47) - მატისი (8)
ლეგია (პოლონეთი) - აიაქსი (ჰოლანდია) 0:3 (0:3) (0:4 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: 0:1 მილიკი (11), 0:2 ვირგევერი (13), 0:3 მილიკი (43)
გაფრთხილება: ვრდოლიაკი (18), გილერმე (21), ორლანდუ სა (24), ჟირო (39), ჟეზნიჩაკი (63)
გლადბახი (გერმანია) - სევილია (ესპანეთი) 2:3 (2:2) (2:4 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: 0:1 ბაკა (8), 1:1 ჯაკა (19), 1:2 ვიტოლო (26), 2:2 აზარი (29), 2:3 ვიტოლო (79)
გაფრთხილება: ჯაკა (32, 69), აზარი (55), კრამერი (69) - იბორა (30), რიკო (45), ბაკა (45+2), ვიდალი (66), გამეირო (90+2)
გაძევება: ჯაკა (69)
ფეიენოორდი (ჰოლანდია) - რომა (იტალია) 1:2 (0:1) (2:3 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: 0:1 ლიაიჩი (45+2), 1:1 მანუ (55), 1:2 ჟერვინიო (60)
გაფრთხილება: ბულახრუზი (17), კლასი (41) - ტოროსიდისი (31), პიანიჩი (45+3), პარედესი (88)
გაძევება: ტე ვრედე (54), მულდერი (57)
ნაპოლი (იტალია) - ტრაბზონი (თურქეთი) 1:0 (1:0) (5:0 ორი მატჩის ჯამში)
გოლი: 1:0 დე გუზმანი (19)
გაფრთხილება: მეჰმეტ ეკიჯი (41), ჰაკან არიკანი (58), ეზერ ჰურმაჯი (82)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) - დნიპრო (უკრაინა) 2:2 (1:1) (2:4 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: 1:0 მიტროღლუ (14), 1:1 ფედეცკი (22), 2:1 დომინგესი (90 პ.), 2:2 კალინიჩი (90+2)
გაფრთხილება: დურმაზი (33), აფელაი (53), ელანდელაუი (55) - კანკავა (44), ფედორჩუკი (50), მატეუსი (56)
გაძევება: მილივოევიჩი (52)
ბრიუგე (ბელგია) - ოლბორგი (დანია) 3:0 (1:0) (6:1 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: 1:0 ვასკესი (11), 2:0 ულარე (64), 3:0 ბოლინგოლი-მბომბო (74)
გაფრთხილება: დირკსი (90+1) - რისგორი (48), ვიურცი (54), აუგუსტინუსები (83)
სპორტინგი (პორტუგალია) - ვოლფსბურგი (გერმანია) 0:0 (0:0) (0:2 ორი მატჩის ჯამში)
გაფრთხილება: პაულუ ოლივეირა (21) - ნალდო (81), კალიჯური (85)
ბილბაო (ესპანეთი) - ტორინო (იტალია) 2:3 (1:2) (4:5 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: 0:1 კვალიარელა (16 პ.), ირაოლა (44), 1:2 მაქსი ლოპესი (45+3), 2:2 დე მარკოსი (61), 2:3 დარმიანი (68)
გაფრთხილება: ეჩეიტა (28), რიკო (45+2), არიც ადურისი (70) - მაქსი ლოპესი (39), გაცი (48), დარმიანი (53), მარტინესი (77)
ევერტონი (ინგლისი) - იანგ ბოიზი (შვეიცარია) 3:1 (3:1) (7:2 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: 0:1 სანოგო ჟუნიორი (13), 1:1 ლუკაკუ (25 პ.), 2:1 ლუკაკუ (30), 3:1 მირალიასი (42)