ჭადრაკი

1:00 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელში ხუთეული დაწინაურდა

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე 2015 წლის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 3 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 5 მოჭადრაკე დაწინაურდა. ესენი დავიდ ნავარა (ჩეხეთი, 2735), ანტონ კორობოვი (უკრაინა, 2687), ევგენი ნაიერი (რუსეთი, 2634), იური ვოვკი (უკრაინა, 2588) და კონსტანტინ ლუპულესკუ (რუმინეთი, 2626) არიან.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი – 2.5-2.5 ქულა მიხეილ მჭედლიშვილს (2586) და ლევან ფანცულაიას (2615) გააჩნიათ, რომელთაც შესაბამისად, მე-40 და 41-ე ადგილები უკავიათ.

მე-3 ტურში მჭედლიშვილი შავი ფიგურებით სლოვენიის სახელით მოთამაშე ალექსანდერ ბელიავსკის (2623) დაუზავდა, ხოლო ფანცულაიამ თეთრებით ვალერი იოვკოვი (მოლდოვა, 2368) დაამარცხა.

2.0 ქულით 93-ე პოზიციაზე გადაინაცვლა ნინო ბაციაშვილმა (2475), რომელმაც თეთრი ფიგურებითYმიკაელ ვაისბერგს (ისრაელი, 2136) სძლია.

ტურნირზე მოთამაშე ქართული ოთხეულიდან უარესი შედეგი დავით ჯოჯუას (2579) გააჩნია, რომელმაც შავებით სანან სიუგიროვთან (რუსეთი, 2678) წააგო. დავითს 1.5 ქულით 105-ე ადგილი უკავია.

მე-4 ტურში, რომელიც 27 თებერვალს შედგება, ფანცულაია შავებით მაქსიმ როდშტეინს (ისრაელი, 2660) ეთამაშება, მჭედლიშვილი თეთრებით – ანდრეი ვოლოკიტინს (უკრაინა, 2646), ბაციაშვილი შავებით – ევგენი რომანოვს (რუსეთი, 2625), ხოლო ჯოჯუა თეთრებით – ბოგდან-დანიელ დეაკს (რუმინეთი, 2402).

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 9 მარტამდე გასტანს. ტურნირის საპრიზო ფონდი 110 000 ევროს შეადგენს, საიდანაც I ადგილოსანს – 16 000 ერგება; II ადგილი 14 000-ს მიიღებს; III ადგილი კი – 12 000-ს.

0.12341