კალათბურთი

0:19 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა წინააღმდეგ ხორვატებს პერასოვიჩი გაიყვანს

ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებს, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქე იქნება, უახლოეს დღეებში ახალი მთავარი მწვრთნელი – ველიმირ პერასოვიჩი ჩაიბარებს.

50 წლის მწვრთნელი ბოლო 3 სეზონი ესპანურ “ვალენსიაში” მუშაობდა, რომელსაც იანვარში დაემშვიდობა, ახლა კი, ხორვატიის კალათბურთის ფედერაციისგან მიმზიდველი წინადადება მიიღო.

პერასოვიჩის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ხორვატთა აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა იასმინ რეპეშამ, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა გასულ ევრობასკეტზე ნახევარფინალს უწია.

შეგახსენებთ, რომ ხორვატია მომავალი ევროპირველობის ერთ-ერთი მასპინძელია. 5 სექტემბერიდან C ჯგუფის მატჩებს ზაგრები მიიღებს, ხორვატიის და საქართველოს გარდა კი, იქ სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია ითამაშებენ.

0.117459