ფეხბურთი

22:28 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემი: “სერ ალექსი აღშფოთებული იყო”...

წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა ინგლისურ მედიასთან “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნის პერიდოში სერ ალექს ფერგიუსონთან მომხდარი ფაქტი გაიხსენა.

“ვიყავი გასახდელში, “ჩელსისთან” “უემბლიზე” გასამართი ფინალის დაწყებამდე ერთი საათი რჩებოდა. დამინახა ფერგიუსონმა და თმების ბოლომდე გადაპარსვა მომთხოვა. ვუთხარი არა, მაგრამ შევამჩნიე მისი სახეცვლილება და აბაზანისკენ გავეშურე. სერ ალექსი აღშფოთებული იყო.

მან მითხრა, რომ ეს იყო რეპუტაციის საკითხი, რადგან “მანჩესტერის” იმიჯი ვიყავი”, - აგრძელებს ბექჰემი.

მაშინ ბექჰემის ახალი იმიჯი “იუნაიტედისთვის საკმარისი არ გამოდგა. “ქომუნითი შილდის” (სუპერთასის) მატჩი ჯანფრანკო ძოლას თაოსნობით “ჩელსიმ” მოიგო, რომელმაც მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

0.127093