ფეხბურთი

21:56 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბომბი “სიგნალ იდუნა პარკზე”

გერმანული გამოცემა “ბილდის” ინფორმაციით, “დორტმუნდის” საშინაო არენა “სიგნალ იდუნა პარკზე” ბომბი აღმოაჩინეს. ამის გამო გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს პრესკონფერენციის ჩატარება “ბრაკელის” საწვრთნელ ბაზაზე ოდნავ დაგვიანებით მოუხდა.

გერმანული გუნდი ბუნდესლიგაში შაბათს, 28 თებერვალს, რურის დერბის გასამართად, გელზეკირხენის “შალკეს” წინააღმდეგ ემზადება. გერმანელი ჟურნალისტები მომხდარ ფაქტს სწორედ რურის დერბის უკავშირებენ.

0.113613