ფეხბურთი

20:31 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” ფალკაოთი დაინტერესდა

ესპანური “ვალენსია” “მონაკოს” საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელით რადამელ ფალკაოთი დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას მთელი რიგი ესპანური გამოცემები ავრცელებენ.

კოლუმბიის ნაკრების ფორვარდი მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს არენდით, თუმცა ჯერ-ჯერობით ინგლისში თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს და გამორიცხული არაა, რომ სეზონის ბოლოს “ნისლიანი ალბიონი” დატოვოს.

“ვალენსიას” მილიარდელ მფლობელ პიტერ ლიმს, ფალკაოს შეძენას ცნობილი საფეხბურთო აგენტი ხორხე მენდეში ურჩევს, რომელიც სინგაპურელი ბიზნესმენის მეგობარი და კოლუმბიელი მოთამაშის აგენტია.

ფალკაოს სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს აღემატებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში შედარებით წარუმატებელი თამაშის შემდეგ, მისი სატრანსფერო ღირებულება 25-30 მილიონ ევრომდე დაეცა.

მიმდინარე სეზონში “ელ ტიგრემ” 22 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.161704