ფეხბურთი

19:37 | 26.02.2015 | ნანახია 0 - ჯერ

რიბერის გერმანელობა უნდა

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ნახევარცმველი ფრანკ რიბერი მოქალაქეობის შეცვლას აპირებს. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის განცხადებით, მას სურს, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება გერმანიაში გაატაროს და თავისმა შვილმა სწორედ “ბუნდესგუნდის” ღირსება დაიცვას. ამის შესახებ რიბერიმ “ბილდთან” ინტერვიუში განაცხადა.

“საფრანგეთთან ყველაფერი დავამთავრე. ახლა კი გერმანიის მოქალაქეობის მიღება მინდა. დამწუხრებული ვარ იმის, გამო რაც მსოფლიოს ჩემპიონატამდე საფრანგეთის ნაკრებში შემემთხვა. ორი წელი ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ნაკრებს ბრაზილიის საგზური მოეპოვებინა. გავიტანე გოლები და შევასრულე საგოლე პასებიც. შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთი ბრაზილიაში ჩემი წყალობით გაემგზავრა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.

მინდა, რომ გერმანიის მოქალაქე გავხდე. კარიერის დასრულების შემდეგაც მიუნხენში დავრჩები საცხოვრებლად. ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს და შვილებიც გერმანული მენტალიტეტით იზრდებიან. ჩემი სურვილია, ჩემმა შვილმა გერმანიის ნაკრებში ითამაშოს”, - ამბობს რიბერი.

31 წლის რიბერი გერმანიაში 2007 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ხოლო საფრანგეთის ნაკრების ღირსება 2006-2014 წლებში 81-ჯერ დაუცავს და მეტოქეთა კარში 16 გოლიც გაუტანია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:08 | 30.10.2014
Oto. (4710)

მილანის Y თამაში რატო არ აღნიშნე ავტორ

11:48 | 30.10.2014
BEERTRANCE (97819)

იცის ყველამ და DDDDDDDDDDDDDD

10:04 | 30.10.2014
Oto. (4710)

წელს რომა დადებს სკუდეტოს

09:39 | 30.10.2014
BEERTRANCE (97819)

კაი ხანს გაგრძელდება ორხელისუფლებიანობა

09:30 | 30.10.2014
laciosErtguli (3640)

"სატურნირო ცხრილს ორი ლიდერი ჰყავს, თუმცა ბურთების უკეთესი სხაობის გამო ტურინელები პირველ ადგლოსნად ითვლებიან." ორივეს 16-4 ზე აქვთ! დღეს მესამეზე უნდა ავინაცვლოდ!

0.065133