ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ ჩინური “გუანჯოუ ევერგრანდის” ტექნიკური დირექტორის პოსტი დატოვა. ამის შესახებ გუანჯოური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ლიპის “გუანჯოუსთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებდა. ის გუნდის მთავარ მწვრთნელად 2012 წლიდან მუშაობდა და გუანჯოელებს ორჯერ ჩინეთის ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო ერთხელ აზიის ჩემპიონთა ლიგა. ამის შემდეგ ტექნიკური დირექტორის პოსტი დაიკავა.