ფეხბურთი

16:49 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” ტულალანს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

საფრანგეთის “მონაკომ” ნახევარმცველ ჟერემი ტულალანს ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Get French Football News-ი იუწყება.

“მონაკოს” 31 წლის კაპიტანს კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება. ახალი ხელშეკრულების პირობების თანახმად, მონაკოელები ტულალანს კვირაში 65000 ევროს სთავაზობენ. ამჟამად, მისი ანაზღაურება სწორედ ამდენია.

ფრანგი ნახევარმცველის თავის რიგებში ხილვა იტალიის “ინტერს”, ასევე საფრანგეთის “რენსა” და “ნანტს” სურთ.

0.122358