კალათბურთი

15:04 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გარნეტის სერია შეწყდა

“მინესოტა ტიმბერვულვზის” ფორვარდ კევინ გარნეტს ხანგრძლივი სერია შეუწყდა. “ვაშინგტონთან” მატჩში ვეტერანმა კალათბურთელმა მხოლოდ 5 ქულა მიითვალა, არადა, მანამდე გუნდის მაისურით ჩატარებულ 418 (!) მატჩში მინიმუმ 6 ქულას აგდებდა.

შეგახსენებთ, რომ კეი ჯი მცირე ხნის წინ განხორციელებული გაცვლის თანახმად, იმ კლუბს დაუბრუნდა, რომელმაც 1995 წლის დრაფტზე მე-5 ნომრად აირჩია და მინესოტაში 12 სეზონი გაატარა. მას შემდეგ, გარნეტი “ბოსტონ სელტიქსში” თამაშობდა და საჩემპიონო ბეჭედიც კი მოირგო.

0.114843