ფეხბურთი

14:39 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლიდსის” ხელმძღვანელობა კლუბს რასელ ქროუს არ მიჰყიდის

ინგლისის ჩემპიონლიგაში მოასპარეზე “ლიდსის” ხელმძღვანელობამ ჰოლივუდის ვარსკვლავ რასელ ქროუსთვის საფეხბურთო კლუბის მიყიდვა იუარა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

“ჩელინოს ოჯახს კლუბის გაყიდვის სურვილი არ აქვს და პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, არც წინადადება მიუღია. ამჟამად, “ლიდსი” წარმატებითაა რეკონსტრუირებული, გარდაქმნილი და კლუბში არცთუ მცირე ინვესტიცია ჩაიდო. ჩელინოს ოჯახი კლუბის მართვას მომავალშიც გეგმავს და მისი ჟინიანი გულშემატკივრების ნდობის მოპოვება სურს”, - განაცხადა “ლიდსის” მმართველობის წევრმა ენდრიუ ემბერსმა.

ქროუსთვის კლუბის მიყიდვის იდეა “ლიდსის” ფანებს გაუჩნდათ, რომლებმაც ის ბრიტანულ პრესაში გააჟღერეს.

0.109355