ჭადრაკი

1:08 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი ლიდერთა შორისაა

იერუსალიმში მიმდინარე ევროპის ღია პირველობის 2 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 26 მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა შორის ქართველი მიხეილ მჭედლიშვილიც (2586) იმყოფება.

გუშინ მჭედლიშვილმა თეთრი ფიგურებით რუსი იური ბოჩკარევი (2076) დაამარცხა და დამატებითი მაჩვენებლებით 26-ე პოზიციაზე დამკვიდრდა, დღეს კი, შავებით სლოვენიის სახელით მოთამაშე ალექსანდერ ბელიავსკის (2623) ეთამაშება.

1.5-1.5 ქულა გააჩნიათ დავით ჯოჯუას (2579) და ლევან ფანცულაიას (2615), რომელთაც შესაბამისად 28-ე და 88-ე ადგილები უკავიათ. ჯოჯუა თეთრი ფიგურებით რუს იან ნეპომნიაშჩის (2714) დაუზავდა, ფანცულაიამ კი შავებით გერმანელ სებასტიან ფიშერს (2256) სძლია.

მე-3 ტურში ჯოჯუა შავებით რუს სანან სიუგუროვს (2678) დაუპირიპირდება, ხოლო ფანცულაია თეთრებით ძალებს მოლდოველ ვალერი იოვკოვთან (2368) მოსინჯავს.

ქართველთაგან უარესი შედეგი ნინო ბაციაშვილს (2475) გააჩნია, რომელიც შავი ფიგურებით რუს ალეკსეი გოგანოვთან (2605) დამარცხდა და 1.0 ქულით 145-ე პოზიციამდე დაქვეითდა. ნინო მდგომარეობის გამოსწორებას დღეს, მიკაელ ვაისბერგთან (2136) ეცდება, როდესაც ებრაელ მოჭადრაკეს თეთრი ფიგურებით დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 9 მარტამდე გასტანს. ტურნირის საპრიზო ფონდი 110 000 ევროს შეადგენს, საიდანაც I ადგილოსანს – 16 000 ერგება; II ადგილი 14 000-ს მიიღებს; III ადგილი კი – 12 000-ს.

0.116994