ფეხბურთი

23:35 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერეირა, როგორც პოგბა... და ისევ “იუვენტუსი”

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” იმედისმომცემი, 19 წლის შემტევი ანდრეას პერეირა შესაძლოა ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს. ტურინულ გრანდში თამაშის სურვილს ბელგიაში დაბადებული ბრაზილიელი ფეხბურთელი თავად გამოხატავს.

“ყველამ იცის, რომ “იუვენტუსი” დიდი გუნდია. ბევრჯერ ველაპარაკე პოგბას, რომელიც ჩემი დიდი მეგობარია. მან მირჩია, რომ “იუვე” ჩემი კარიერისთვის იდეალური ვარიანტი იქნება და იქ გავიზრდები, როგორც ფეხბურთელი. თუმცა, ამ წუთისთვის “მანჩესტერთან” კონტრაქტი მაკავშირებს და ეს მბლოკავს”, - განუცხადა ახალგაზრდა მოთამაშემ “ტუტოსპორტს”.

ანდრეას პერეირა “ოლდ ტრაფორდზე” 2011 წელს გადავიდა და მას შემდეგ ახალგაზრდული გუნდის წევრია. აღსანიშნავია, რომ “წითელ ეშმაკებთან” მიმდინარე კონტრაქტი მას ზაფხულში უმთავრდება.

0.115961