მსოფლიო კლასიფიკაციის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში ყაზახეთის სახელით მოთამაშე ანდრეი გოლუბევის 6:1, 6:2 ძლევის შემდეგ გავიდა. სერბს რეიტინგის 107-ე ნომრის დასამარცხებლად ზუსტად საათი დასჭირდა.
ჯოკოვიჩი და გოლუბევი ერთმანეთს მეოთხედ შეხვდნენ და “ნოლემ” ამჯერადაც მოახერხა ანდრეის გაწბილება. დღეს ნოვაკის აქტივში 4 ბრეიკი და ერთი ეისია. მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი თურქი მარსელ ილხანისა და ფრანგი ფელისიანო ლოპესის შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
დუბაის ტურნირის საპრიზო ფონდი მილიონ 928340 დოლარია, შარშან კი ამ შეჯიბრებაზე როჯერ ფედერერმა იმარჯვა.







