იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის “ინტერი” ზაფხულში ფრანგული “სენტ ეტიენის” მარცხენა მცველს, ფრანკ ტაბანუს შეიძენს. “ნერაძური” ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონი ევროს გაღებას გეგმავს.
25 წლის ტაბანუ მიმდინარე სეზონს კარგად ატრებს. მან “სენტ ეტიენის” რიგებში ჯამში 34 თამაში ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.