ფეხბურთი

18:57 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” გურკუფს მიადგა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ “ლიონის” ფრანგი ნახევარმცველი იოან გურკუფი ზაფხულიდან შესაძლოა ინგლისურ “ლივერპულში” გადაბარგდეს. ამის შესახებ გამოცემა metro-ს ფეხბურთელის აგენტმა დიდიე პულმიემ განუცხადა.

“იოანის თაობაზე ყოველთვის უცხოური შემოთავაზებები მომდიოდა. გასულ წელს “სიტი” ინტერესდებოდა. ახლა კი “ლივერპული”. დარწმუნებული ვარ მათგან ოფიციალურ შემოთავაზებასაც მივიღებთ”, - განაცხადა პულმიემ.

28 წლის ფეხბურთელი “სტად ჟერლანზე” 2010 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. მანამდე კი “რენის”, იტალიური “მილანისა” და “ბორდოს” ღირსებაც დაუცავს. გურკუფს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 31 შეხვედრა ჩაუტარებია და 4 გოლიც გაუტანია.

0.177379