“კლივლენდ კავალიერსის” 30 წლის ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა პასებით ნბა-ს 6- გზის ჩემპიონს “ჩიკაგოს” ლეგენდას სკოტი პიპენს გადაასწრო.
ლებრონ ჯეიმსმა “დეტროიტთან” 102:93 მოგებულ შეხვედრაში 11 პასი შეასრულა. ამ მატჩამდე ლებრონს 6131 პასი ჰქონდა გაკეთებული. ჯეიმსს 6142 გადაცემა დაუგროვდა. ხოლო სკოტი პიპენს 6135 პასი აქვს გაკეთებული. ამ მიღწევასთან დაკავშირებით ლებრონ ჯეიმსმა პატარა კომენტარი გააკეთა.
“ყოველთვის მიყვარს პასის გაკეთება. როცა ხედავ თანაგუნდელს შეუძლია შეტევის წარმატებით დასრულება ვცდილობ პასი გავაკეთო”- განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.
ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი პასი ჯონ სტოკტონს აქვს გაკეთებული (15 806), ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსის” მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი (12 091) იკავებს, მესამეზე სტივ ნეშია (10 335).