ფეხბურთი

16:46 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნერგაძე შანსს მოთმინებით ელის

სამხრეთაფრიკული “ვითსის” ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე გამოჯანმრთელების შემდეგ თამაშის შანსს ელის.

32 წლის ქართველი ფეხბურთელი “ვითსში” შარშან ზაფხულში გადავიდა, მაგრამ მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და ტრავმის გამო 26 აგვისტოდან არ უთამაშია.

“აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული ბევრი ტრავმა მქონდა, საზარდულით დაწყებული, კუნთით დამთავრებული და ვარჯიში ნოემბრის ბოლოს განვაახლე. ახლა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ გუნდი კარგად თამაშობს და მოთმინება მმართებს, რომ კვლავ ვითამაშო.

მართალია, ჩემთვის ეს სიტუაცია მიუღებელია, მაგრამ მწვრთნელს გამარჯვებული გუნდის შემადგენლობის შეცვლა არ სურს. ჩემთვის რთულია, მაგრამ უნდა მოვითმინო და შანსის გამოსაყენებლად მზად ვიყო. კვლავ თამაშის საშუალება რომ მექნება, საუკეთესო ფორმაში უნდა ვიმყოფებოდე” – განაცხადა ნერგაძემ ინტერნეტპორტალ kickoff.com-თან საუბარში.

0.114293