ფეხბურთი

15:49 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაკა “ორლანდოს” უკაპიტნებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი რიკარდო კაკა “ორლანდო სიტის” კაპიტანი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სამხრეთამერიკელის ახალი გუნდი MLS-ში ასპარეზობას 9 მარტს შეუდგება და მეტოქედ ახლადშექმნილი “ნიუ იორკ სიტი” ეყოლება. აღნიშნული გუნდები ამხანაგურად ერთმანეთს 22 თებერვალს დაუპირისპირდნენ, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, კაკამ კი 31-ე წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა.

0.116931