საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა დანიის სუპერლიგის “ოდენსეს” დუბლშემადგენლობაში ითამაშა.
“ოდენსე” სტუმრად “ბრონდბიუს” დაუპირისპირდა და ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში, დვალიშვილმა მოედანზე პირველი ტაიმი დაჰყო.
დანიის სუპერლიგის მე-2 ეტაპი განახლდა, მაგრამ “მიდტიულანდთან” გასვლაზე 0:3 წაგებულ თამაშში, თადარიგში მყოფ 28 წლის ფორვარდს თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონდა.
დვალიშვილი “ოდენსეში” შარშან ზაფხულში გადავიდა და 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უბრალოდ გენიალური მოთამაშე უდიდესი საკალათბურთო ინტელექტით. რითი იყო ეს კაცი ასეთი მაგარი ძნელი სათქმელია რადგანაც არაფერში არ იყო სასწაულად გამორჩეული მაგრამ ჯამში მაინც გენიალური იყო. არც სროლა ქონდა გასაგიჟებელი, არც ათლეტიზმი ქონდა და არც მაინცდამაინც სასწაული მეპასე იყო და არც გადასარევი დამცველი, მაგრამ რა დონეზე ითამაშა შედეგებიც მეტყველებს. გასოლების ესპანეთსაც რა უქნა ევროპაზე ეგეც უდრის ერთ ბეჭედს.