დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევმა მარკო როისმა ტურინის “იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში (1:2) დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ გერმანელები დაცვაში კარგად გამოიყურებოდნენ, თუ ორი გაშვებული გოლის მომენტი არ ჩაითვლება.
“დაცვაში უკეთესად გამოვიყურებოდით, იმ ორი გაშვებული გოლის ეპიზოდის გარდა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მატჩს ვაკონტროლებდით, მაგრამ ტაიმის მიწურულს სულელური გოლი გავუშვით. განმეორებით მატჩში მსგავსი შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ. სტუმრად ერთი გოლი გავიტანეთ და იმედიანად ვარ. “დორტმუნდს” შესვენების შემდეგ სათამაშო ფორმა აკლია, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს.” – განაცხადა როისმა.
“დორტმუნდსა” და “იუვენტუსს” შორის განმეორებითი შეხვედრა გერმანიაში 18 მარტს გაიმართება.