ფეხბურთი

13:28 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრეშიანომ სანაკრებო კარიერა დაასრულა

35 წლის ავსტრალიელმა შემტევმა მარკ ბრეშიანომ სანაკრებო კარიერა დაასრულა. “კენგურუების” რიგებში ფეხბურთელმა ასპარეზობა 2001 წელს დაიწყო და 84 ჩატარებულ შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

ამჟამად ყატარულ “ალ-გარაფას” მოთამაშემ 1999 წელს 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და 2000 წლის ოლიმპიადაზეც მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ ეროვნული ნაკრების ღირსება სამ მუნდიალზე, ორ საკონტინენტთაშორისო თასსა და ორჯერ აზიის თასზეც დაიცვა.

2015 წლის აზიის თასი ავსტრალიაში გაიმართა, მარკი მწვანე კონტინენტის წარმომადგენლის რიგებში თამაშობდა და საბოლოოდ თასი აღმართა კიდეც.

0.118863