“დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ტურინის “იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში სტუმრად მინიმალური ანგარიშით მარცხს (1:2) მისაღებ შედეგად თვლის.
“გასვლაზე მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით, თან გოლი გავიტანეთ, ეს მისაღები შედეგია. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კარგი შანსი გვაქვს. რაც შეეხება პიშჩეკის ტრავმას, ამ დროისთვის დაზიანება საკმაოდ სერიოზულია. პირველ ტაიმში, ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ორი უაზრო გოლი გავუშვით. რომ არა პიშჩეკის ტრავმა, ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს”- განაცხადა იურგენ კლოპმა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში “იუვენტუსმა” შინ “დორტმუნდი” 2:1 დაამარცხა. ტურინელთაგან თავი ტევესმა (13 წთ.) და მორატამ (43) გამოიჩინეს, ხოლო გერმანელთაგან მარკო როისმა (18). მატჩის 32 წუთზე “დორტმუნდის” პოლონელმა მცველმა ლუკაშ პიშჩეკმა ტრავმა მიიღო, რის გამოც იურგენ კოპი იძულებული გახდა ის შეეცვალა.
ამ გუნდებს შორის გერმანიაში საპასუხო შეხვედრა 18 მარტს გაიმართება.