ჩოგბურთი

1:36 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიურ ტურნირს მხოლოდ გორგოძე შემორჩა

იტალიურ ბეინასკოში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს ერთეულთა შეჯიბრის პირველი რაუნდის თავზე მხოლოდ 1 ქართველი ჩოგბურთელი შემორჩა.

ეკატერინე გორგოძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ფედერიკა პრატი (იტალია) 7:5, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც მე-2 ნომრად განთესილ სლოვაკ კრისტინა კუჩოვას გაეჯიბრება.

მე-7 რეიტინგის მქონე სოფო შაფათავა ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ ბიანკა ტურატის (იტალია) ვერ გაუმკლავდა – 1:6, 2:6. რაც შეეხება მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერს, მან აგრეთვე იტალიელ ჯიოია ბარბიერისთან (მე-6) 5:7, 3:6 წააგო.

წყვილთა ტურნირში შაფათავა და გერმანელი კრისტინა შაკოვეცი იტალიურ დუეტთან (გრიმალსკა-პაირონე) 5:7, 7:6 (7:2), 6:10 დამარცხდნენ, ხოლო გორგოძე და ფრანგი რამიალსონი მე-2 რეიტინგის მქონე შუურსმა (ჰოლანდია) და სეგუელმა (ჩილე) დაჩაგრეს – 6:4, 2:6, 10:7.

0.11065