ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ მიმდინარე წლის დასაწყისში აქტიურ ფეხბურთში დაბრუნება დააანონსა. ფლორიდის კლუბ “ფორტ ლოდერდეილის” ერთ-ერთი თანამესაკუთრე “კიჭაც” გახლავთ. სამხრეთამერიკელი გუნდს ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის (NASL) პლეი ოფში შეუერთდება.
“ეს ნამდვილად მოხდება და გუნდს პლეი ოფის დროს შევუერთდები. გადამწყვეტ გათამაშებამდე კი წონის დაკლების დრო მექნება”, - განაცხადა რონალდომ.
ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის პლეი ოფი გასულ წელს ნოემბრის თვეში გაიმართა. შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ “კიჭას” გუნდი გადამწყვეტ ეტაპში ჩაებმება, რონალდუს ნახვას მინდორზე კვლავ შევძლებთ.