ფეხბურთი

19:39 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასრაძემ “ნეფთჩისთან” წააგო

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-3 ტურის გადადებულ მატჩში, ბაქოს აზალ-ი თავის მოედანზე თანაქალაქელ “ნეფთჩისთან” 0:1 დამარცხდა.

ცენტრალურმა მცველმა ლაშა კასრაძემ მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა. აზალ-მა გოლი პირველი ტაიმის მე-8 წუთზე გაუშვა და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

აზალ-ს 25 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.

0.127534