საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მზადებას აგრძელებს. გოჩა ტყებუჩავას გუნდის მეტოქე სლოვაკი თანატოლები გახლდნენ. შეხვედრას “მიხეილ მესხის” სათადარიგო არენამ უმასპინძლა.
მატჩი ქართველთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ გამარჯვებაც მათ დარჩათ. შეხვედრის პირველმა ტაიმმა უგოლოდ განვლო. შესვენებამდე გატანა ორივე გუნდს შეეძლო. მე-12 წუთზე მასპინძლების მიერ გათამაშებული კუთხურის შემდეგ, შეტევას გიორგი გვასალია აგვირგვინებდა, მაგრამ მისი ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ხარიხამ აისხლიტა. სლოვაკმა ფეხბურთელებმა ქართველთა კარს მწვავედ მე-20 წუთზე შეუტიეს. პეტერ კოლეშარის შორი დისტანციიდან დარტყმული ბურთი მასპინძელთა კარის დარაჯმა ლევან ისიანმა მოიგერია.
შეხვედრის მეორე ტაიმი გაცილებით კარგი საცქერი გამოდგა. ტაიმის დაწყებისთანავე გაგა კუხიანიძემ გატანა სცადა, თუმცა “საბურთალოს” ნახევარმცველის დარტყმულ ბურთს სლოვაკთა მეკარე ბენჟამინ სჟარასი ადვილად გაუმკლავდა. 9 წუთის შემდეგ, ხიფათი ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა შექმნეს. გიორგი ბერძენაძემ საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, იქ კი გიორგი არაბიძემ ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. 55-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთ გოლი გავიდა. მარჯვენა ფლანგზე მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს, არაბიძემ კარის გასწვრივ ჩააწოდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელების გასახარად ბურთი არავის შეხებია და სჟარასის კარში აღმოჩნდა. 63-ე წუთზე ჩვენს სტუმრებს გათანაბრება შეეძლოთ. მცველების უყურადღებობის შედეგად ხელსაყრელ პოზიციაში დანიელ დუბეცი აღმოჩნდა, თუმცა სლოვაკმა თავდამსხმელმა ვერ ივარგა და ბურთი ისიანის კარს ზემოდან გადაევლო. შეხვედრის ბოლო სახიფათო ეპიზოდი კი ისევ ქართველებმა შექმნეს. 70-ე წუთზე კარგად ითამაშა არაბიძემ, რომელიც ორ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, თუმცა დარტყმა ძლიერი არ გამოუვიდა და სტუმართა მეკარე ადვილად დაეუფლა ბურთს. საბოლოოდ, მატჩი საქართველოს 17 წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, - 1:0 მოიგო.
ქარველი და სლოვაკი ახალგაზრდები ამხანაგურად ერთმანეთს კიდევ ერთხელ 26 თებერვალს დაუპირისპირდებიან. მატჩი იგივე დროს, 14:00 საათზე დაიწყება.
3 მარტს კი გოჩა ტყებუჩავას შეგირდები გერმანიაში გაემგზავრებიან და ელიტ რაუნდისთვის მოსამზადებლად დასკვნით შეკრებას გაივლიან.
საქართველო – სლოვაკეთი 1:0 (0:0)
თბილისი, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი
საქართველო: ისიანი; ბერძენაძე, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი (ბულუხაძე 44), კობოური; ყურაშვილი, კუხიანიძე (სამურკასოვი 61); არაბიძე, არველაძე (არდაზიშვილი 72), კოხრეიძე (ბუღრიძე 54); გვასალია (მუზაშვილი 56)
მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა
სლოვაკეთი: სჟარასი; იაშურეკი, შიჰკო, სტრბა, სულეკი; დანჩაკი (პაშტორეკი 54), კოლეშარი (შუშოლიკი 70); ტეშლარი (ვარგა 41), ჰერცი (ჰალგოში 41), ლაუკო (კელე 54); ტუპტა (დუბეცი 54)
მწვრთნელი: ლადისლავ ჰუდეჩი
გოლი: 1:0 არაბიძე (55)
გაფრთხილება: გვასალია (44)
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პირველი თამაშის დასაწყის გავს ძაან.
კერი დაბრუნებულაა
საინტერესოაა ეს ამბავიი
აქ ხართ ვინმეე
მეტს კახა ნაკრებში გააკეთებს იმედია
კახა არა თორნიკე
არა უშავს. აღმავლობის პერიოდი იმედია სწორედ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაუდგება.
კახაბეროვიჩი უნდა იყოს ნაკრების ლიდერი შემოდგომაზე.
ვერაა თოკო მაინც ოპტიმალურ ფორმაშიი
ნახევარ საათში 20 ქულას დებდეს უნდა, რაგდან აქვს ამის პოტენციალიი
ვაახ არადა თითქოს არ უნდა წააგოს.