ფეხბურთი

14:48 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვარტი “ჰამბურგს” სეზონის ბოლოს დატოვებს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გერმანული “ჰამბურგის” ჰოლანდიელი ლეგიონერი რაფაელ ვან დერ ვარტი დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს. ინტერნეტპორტალ Goal-ის ვერსიით, გუნდის მთავარ მწვრთნელს იოზეფ ცინბაუერს მომავალ სეზონში 32 წლის ფეხბურთელის იმედი არ აქვს.

ცოტა ხნის წინ, თავად ვან დერ ვარტმა აღიარა, რომ თავის საუკეთესო თამაშს არ აჩვენებს. არადა, გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. წელიწადში მისი ხელფასი 3,5 მილიონი ევროა.

ამ სეზონში ჰოლანდიელმა გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და 4 გატანილ გოლთან ერთად, თავი 4 ყვითელ ბარათსაც მოუყარა.

0.11741