მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ნახევარმცველის დიტმარ ჰამანის აზრით, ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა პოლონელ თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკის მარიონეტივით ეპყრობა. მანამდე, მან განაცხადა, რომ პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი კატალონიელი სპეციალისტის სათამაშო სქემაში ვერ ჯდება.
“გვარდიოლას სამწვრთნელო წარსული მოწმობს, რომ კლასიკური ცენტრალური თავდამსხმელით თამაში ყოველთვის არ სურს, რადგან ასეთი მოთამაშითვის ადგილი არ აქვს. ამის ნათელი მაგალითი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სამუელ ეტოო, რომლებიც თავის დროზე “ბარსელონადან” წავიდნენ.
ჩემთვის ლევანდოვსკი მსოფლიოში საუკეთესო მეცხრე ნომერია, მაგრამ გვარდიოლა დანიშნულების მიხედვით არ იყენებს. მწვრთნელი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ეს ბიჭი არ დაკარგოს. ლევანდოვსკის მარიონეტივით ეპყრობიან და მომავალში შეუძლია კლუბის ხელმძღვანელობა მასსა და გვარდიოლას შორის არჩევანის წინაშე დააყენოს”, - იუწყება ჰამანის სიტყვებს გერმანული პრესა.