დანიის საფეხბურთო სუპერლიგის მე-18 ტურში “ოდენსემ”, რომელშიც ლადო დვალიშვილი გამოდის, სტუმრად გათამაშების ლიდერ “მიდტიულანდთან” 0:3 დამარცხდა.
ქართველი თავდამსხმელი სტუმართა სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ოდენსეს” 19 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-10 ადგილზეა.
რუმინეთის ლიგა 1-ის (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში “კლუჟი”, რომლის ღირსებას გიორგი ჭანტურია იცავს, სტუმრად “ჩახლაულთან” 0:0 ითამაშა. ქართველ შემტევ ნახევარმცველს ტრავმის გამო არ უთამაშია. ფინანსური პრობლემების გამო მიმდინარე ზამთარში “კლუჟს” 24 ქულა დააკლეს და ამჟამად, 18 გუნდში ბოლო ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლაიფციგია
გნაბრის არყოფნაც კიდიათ . მერე რა რომ ალკანტარაც წავიდა... ,,ამაზრზენი” გუნდია!