ჩოგბურთი

11:23 | 24.02.2015 | ნანახია 954 - ჯერ

ფედერერი დევისის თასზე არ ითამაშებს

გასულ წელს როჯერ ფედერერმა საწადელი აიხდინა, შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასი მოიგო, წლეულს კი ამ ტურნირში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ამის თაობაზე როჯერმა Associated Press-ს განუცხადა.

“გადაწყვეტილების მიღება იოლი საქმე არ ყოფილა. დევისის თასის მოპოვების შემდეგ ყველაფერი კარგად ავწონე. გამოვტყდები, ნაკრებში თამაში ყოველთვის დამატებით სირთულეს მიქმნიდა. ისეც ხდებოდა, ეროვნული გუნდის წარუმატებლობაში ფედერაცია მადანაშაულებდა. მოხარული ვარ, რომ ამ მითქმა-მოთქმას საბოლოოდ დავუსვი წერტილი. ნაკრებში უფრო პარტნიორების ხათრით ვთამაშობდი. ძალიან მინდოდა, ბიჭებს ტიტული მოეხვეჭათ. იმედია, ვავრინკა დევისის თასზე გამოვა და მსოფლიო ჯგუფში ადგილს შევინარჩუნებთ. ისე კი, პირველ წრეში ბელგიელთა წინააღმდეგ თამაშისას აუტსაიდერებად გამოვიყურებით”, - განაცხადა ფედერერმა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:11 | 24.02.2015
GB Nadal (4)

რა ენაღლება ბიჭს! მოიგო

19:24 | 24.02.2015
levani82 (41682)

Djoko

შვეიცარიის ნაკრებში პოლონელი მარტო დარჩა ხო? ისე მაგ პოლონელს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება

18:37 | 24.02.2015
Djoko (9552)

პარტნიორების ხათრით კი არ თამაშობდი, დევისი არ გქონდა მოგებული და მაგიტომ,კარიერის დასრულება არ გინდოდა ისე...მოიგო შარშან და ეხლა აღარ უნდა რა ძმააა ფედკა....ანუ ამდენ ხანს რო თამაშობდი იტანდი ფედერაციის მხრიდან და.ჯმას? )))))...ნუ სანამ არ მოიგებდი ))

15:37 | 24.02.2015
levani82 (41682)

ფედე მაგის ქულები, რომ ჩამოგაკლდება იცი ხო?

14:44 | 24.02.2015
BEERTRANCE (97819)

ამას რას ერჩოდა ფედერაცია, თამაშების ძალად წაგებას?

11:33 | 24.02.2015
kings never die (12388)

აბა რა ფედე რა ჯანდაბათ გინდა დევისის თასი შჰენი ფიზიკისთვის მანდ თამაშჰი მეტისმეტია

01:48 | 03.03.2015
NGoLo KaNte (36472)

+

0.117764